ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში გატაცებულ ჟურნალისტს ეძებენ


ერაყის უსაფრთხოება გატაცებულ ჟურნალისტს ეძებს.
ერაყის უსაფრთხოება გატაცებულ ჟურნალისტს ეძებს.

ორშაბათს, ბაღდადში, ჟურნალისტი აფრა შავაქი ალ-ქაისი საკუთარი სახლიდან შეიარაღებულმა ადამიანებმა გაიტაცეს. ერაყის პოლიცია ჟურნალისტი ქალის გატაცების ფაქტს იძიებს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ პუბლიკაციაში ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა.

ჟურნალისტთა დაცვის ადგილობრივი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მის სახლში 8 შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა, რომელთაც თავი უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებად წარმოადგინეს. თავდამსხმელებმა გატაცებამდე ჟურნალისტის სიძე სცემეს და მისი თინეიჯერი ვაჟიშვილი დააკავეს. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ უსაფრთხოების ძალებს საქმის გამოძიება და ჟურნალისტის პოვნა უბრძანა.

ალ-ქაისი ვეტერანი ჟურნალისტია, რომელიც ხშირად წერს კორუფციის ფაქტებზე. ის ერაყის კულტურის სამინისტროს თანამშრომელიც არის.

XS
SM
MD
LG