ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის სასამართლო: ქურთების რეფერენდუმი არაკონსტიტუციურია


დღეს ერაყის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დამოუკიდებლობის საკითხზე ქურთების რეფერენდუმი არაკონსტიტუციური იყო.

სასამართლომ გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილებამ უნდა გააუქმოს ხმის მიცემის შედეგები, რომელში მონაწილეთა უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა.

ერაყის ცენტრალურმა მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ხმის მიცემას არალეგალურად მიიჩნევდა, უზენაესმა სასამართლომ კი გასულ კვირაში დაადგინა, რომ არც ერთ რეგიონს გამოყოფის უფლება არ ეძლეოდა.

ქურთების ხელისუფლება წინა გადაწყვეტილებას დაეთანხმა და განაცხადა, რომ ეს ორ მხარეს შორის უთანხმოების გადაწყვეტისთვის განკუთვნილი დიალოგის საწყისი წერტილი იყო.

სექტემბრის რეფერენდუმის შემდეგ, ერაყის ძალებმა კონტროლი განაახლეს იმ ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, რომელიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების განდევნის შემდეგ ქურთებს ეკავათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG