ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქება მოხდა


ერაყში აფეთქება მოხდა
ერაყში აფეთქება მოხდა

ერაყის ოფიციალური პირების ცნობით სამი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად პოლიციის ბატალიონის მეთაური და სულ ცოტა სამი სხვა პირი დაიღუპა.

პოლიციის ცნობით ორმა ტერორისტმა ერაყის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ მოსულში განლაგებულ პოლიციის შენობაში შეაღწია და თავი აიფეთქა. აფეთქებამ ერაყის პოლიციის ლეიტენანტ პოლკოვნიკ შამელ აჰმედ აუღლას სიცოცხლე იმსხვერპლა.

ერაყის უსაფრთხოების სამსახურმა მესამე ტერორისტი მოკლა ვიდრე იგი პოლიციის შენობას მიუახლოვდა. ტერორისტების აფეთქების შედეგად დაღუპული სამი პირი ერაყელი პოლიციელები იყვნენ.

ადგილობირივი ხელისფულების წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ლეიტენანტ პოლკოვნიკმა შამელ აჰმედ აუღლამ ამ ბოლო ხანებში ალ ყაიდას მეამბოხეების წინააღმდეგ რამდენიმე სპეცოპერაცია განახორციელა. ისინი აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ლეიტენანტ პოლკოვნიკმა მასზე თავდასხმას რამდენიმეჯერ გადაურჩა.

აღსანიშნავია, რომ მოსულში დღეს მომხდარ აფეთქებამდე ორი დღით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტებმა ქალაქ რამადის ადგილობრივი ხელისუფლების შენობასთან თავდასხმა მოაწყვეს, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG