ერაყის ათამდე ქალაქში დღეს თითქმის ერთდროული აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 38 და დაშავდა 160 ადამიანი.
ერაყის პოლიციის განცხადებით, მანქანაში დამონტაჟებული ბომბები და გზის პირას მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობები სხვა ქალაქებთან ერთად ბაღდადში, კირკუკში და შიიტების წმინდა ქალაქ კარბალაში აფეთქდა.
აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ ჯგუფს აუღია საკუთარ თავზე.