ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ბაქუბას ციხეზე მსხვერპლით დასრულდა


შეიარაღებული ჯგუფის თავდასხმისას, სულ ცოტა 44 პატიმარი დაიღუპა.

ერაყის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქალაქ ბაქუბას ციხეზე შეიარაღებული ჯგუფის თავდასხმისას, სულ ცოტა 44 პატიმარი დაიღუპა.

ეს ამბავი სამშაბათს გახდა ცნობილი, თუმცა განსხვავებული ვერსიები გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, პატიმრები შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა დახოცეს თუ ციხის უსაფრთხოების თანამშრომლებმა.
მორგის ცნობით, დახოცილებს თავში და მკერდში ახლო მანძილიდან ესროლეს.

ახალი ამბების ფრანგულმა სააგენტომ, პრემიერ მინისტრ ნური ალ-მალიქის ციტირება მოახდინა, სადაც ის ამბობს, რომ თავდასხმისას პატიმრები ამბოხებულებმა დახოცეს.

მანამდე, ერაყში სუნიტი ისლამისტების შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ძალადობის ესკალაციის და რამდენიმე ქალაქზე კონტროლის დამყარების კვალდაკვალ, გაეროს გენერალური მდივანმა ბან კი-მუნმა, ერაყის პრემიერ მინისტრ ნური ალ-მალიქის დიალოგისკენ და მის მთავრობაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

ბან კი-მუნი ჟურნალისტებს ჟენევაში იმ დროს ესაუბრა, როცა ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ერაყის ისლამური სახელმწიფოს და ლევანტის შეიარაღებული დაჯგუფება ბაღდადზე თავდასხმით იმუქრება.

შეერთებულმა შტატებმა საბრძოლო ქვედანაყოფების ერაყში დაბრუნების შესაძლებლობა გამორიცხა, მაგრამ პრეზიდენტის განკარგულებით, ქვეყნის საელჩოს უსაფრთხოებისთვის, ერაყში 275 ჯარისკაცი გაიგზავნება. პრეზიდენტი ერაყის დასახმარებლად სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, სადაც შეიარაღებულ დაჯგუფებაზე საჰაერო დარტყმებიც შედის.

შეერთებული შტატები ირანთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას სწავლობს, თუმცა პენტაგონი აცხადებს, რომ ირანთან სამხედრო თანამშრომლობის გეგმები არ აქვს.
XS
SM
MD
LG