ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ვიცე-პრეზიდენტზე დაპატიმრების ორდერი გაიცა


ერაყის ვიცე-პრეზიდენტზე დაპატიმრების ორდერი გაიცა
ერაყის ვიცე-პრეზიდენტზე დაპატიმრების ორდერი გაიცა

ერაყის მთავრობამ, რომელიც ძირითადად შიიტებითაა დაკომპლექტებული, ერაყის სუნიტ ვიცეპრეზიდენტზე დაპატიმრების ორდერი გასცა. ტარიკ ალ ჰაშემის დაპატიმრების ბრძანება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შეერთებულ შტატების ჯარის გამოყვანასთან ერთად ქვეყანაში დაძაბულობა მატულობს.

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ჰაშემის ტერორიზმი ედება ბრალად. ბრალდება კი მისი დაცვის თანამშრომლების აღიარებით ჩენებას ემყარება, რომლებმაც ჩვენებაში მიუთითეს, რომ იგეგმებოდა ერაყის მთავრობისა და უშიშროების ოფიციალურ პირებზე თავდასხმები.

ჰაშემის თანაშემწემ უარყო ბრალდებები, თავად ვიცეპრეზიდენტი კი ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ რეგიონში იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს ქურთ ოფიციალურ პირებთან, მედია ამ დროისათვის ბრალდებებზე კომენტარის მოპოვებას ცდილობს.

XS
SM
MD
LG