ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის მთავრობა ქალაქ ჰავიას გაკონტროლებას ცდილობს


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ აბადიმ დღეს გამოაცხადა, რომ სამთავრობო ძალებმა ქალაქ ჰავიაზე გაილაშქრეს. ეს ქალაქი ერთერთი უმსხვილესი ტერიტორიაა ერაყში, რომელსაც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიოს" მებრძოლები აკონტროლებენ.

ჰავია დედაქალაქ ბაღდადიდან 240 კილომეტრშია, და ნავთობით მდიდარ ქალაქ კირკუკიდან დასავლეთით მდებარეობს.

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ჰავაიაში 2014 წლის შემდეგ იმყოფებიან.

გაეროს მონაცემებით, 100 000 მშვიდობიანმა მოსახლემ ეს რეგიონი ბოლო სამი წლის განმავლობაში დატოვა, დარჩენილ 85 000 ადამიანზე კი ბრძოლებმა დიდი გავლენა მოახდინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG