ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება


A combination of eight pictures shows the eight candidates approved for Iran's June 14 presidential election. (Clockwise from L) Mohammad Gharazi, Mohsen Rezaei, Mohammad Bagher Qalibaf, Gholam Ali Haddad Adel, Hasan Rowhani, Mohammad Reza Aref, Ali Akbar
A combination of eight pictures shows the eight candidates approved for Iran's June 14 presidential election. (Clockwise from L) Mohammad Gharazi, Mohsen Rezaei, Mohammad Bagher Qalibaf, Gholam Ali Haddad Adel, Hasan Rowhani, Mohammad Reza Aref, Ali Akbar

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალთა უფლებები ისევ იზღუდება

ირანი 70 მილიონიანი ქვეყანაა, რომლის თითქმის ნახევარს ქალები შეადგენენ. მათგან ნაწილი პოლიტიკაშია ჩართული, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე. ამერიკის ხმის კორესპონდენტები ჯეფ სელდინი და შეპოლ ებნაბასი ირანის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელიც 14 ივნისს გაიმართება, ქალთა უფლებებზე საუბრობენ.

14 ივნისს ირანის მოსახლეობამ არჩევანი რვა კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს., რომელთაგან ყველა მამაკაცია და 50 წელზე ქვემოთ ასაკის მხოლოდ ერთი კანდიდატი. გასულ თვეს ირანის რევოლუციის გუშაგთა საბჭოს გადაწყვეტილებით სუსტი სქესის წარმომადგენლებს პრეზიდენტობის უფლება აეკრძალათ, თუმცა დაახლოვებით 30-მდე ქალს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა სურდა.

ეს დამოკიდებულება ირანის ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს აღიზიანებთ, რომლებიც აცხადებენ რომ, ირანის სასულიერო პირები მათი უზენაესი ლიდერის აიათოლა ჰამენეის მიმართ გზავნილის გაგზავნას აპირებდნენ.

აქტივისტი და ადვოკატი მერანგიზ კარი ამერიკის ხმას სკაიპის საშუალებით გაესაუბრა.

მერანგიზ კარი: მათ ჰგონიათ რომ ირანელი ქალები სახლში უნდა დარჩნენ, ეს უკეთესია მათთვის, უმჯობესია რომ შეზღუდულები იყვნენ.

თუმცა როგორც ჩანს ზოგიერთი კანდიდატი საჯარო გამოსვლის დროს მაინც მიმართავდა ქალ ამომრჩევლებს.

უნივერსიტეტის პროფესორმა, 61 წლის მოჰამედ რეზა არეფმა, რომელიც საარჩევნო კანდიდატებისგან რეფორმატორული იდეებით გამოირჩევა, არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაცია საკუთარ მეუღლესთან ერთად გაიარა.
მან მალევე გამოიწვია შედარება თურქეთის პრემიერ მინისტრის, ისლამისტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიასთან, როდესაც იგი საარჩევნო კამპანიის დროს საკუთარ მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. ირანი საკმაოდ მძიმედ აკრიტიკებდა საარჩევნო კამპანიის დროს დასავლურ სტილში მეუღლეების გამოჩენას.

თუმცა, ზოგიერთმა კონსერვატორმა კანდიდატმა მაინც აიტაცა მეუღლესთან ერთად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საზოგადოების წინ გამოჩენის პრაქტიკა. მათ შორის ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰამდინეჯადმა.

კარი აცხადებს რომ ეს ბევრ არაფერს ნიშნავს.

მერანგიზ კარი: ზოგჯერ არჩევნების დროს მეუღლეები ქმრის საარჩევნო კამპანიის დროს მათთან ერთად ჩანან, ეს პროპაგანდის ნაწილია მამაკაცებისთვის და არა ქალებისთვის.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ქალების ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე სავსებით რეალურია. ისინი ამის მაგალითად ასახლებენ მოჰამედ ხათამის 1997 წლის არჩევნებს, როდესაც მან ქალებს და უმცირესობების წარმომადგენლებს მიმართა.

ბოლო არჩევნების დროს 2009 წელს ქალთა პრობლემებზე აქცენტს ოთხი კანდიდატი აკეთებდა.

სტიმსონის ცენტრის ანალიტიკოსი ჯენიევ აბდო აცხადებს, რომ ეს არჩევნები საკმაოდ განსხვავებულია.

ჯენიევ აბდო: წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახლა არსებული კანდიდატები ხალხის შთაგონებას ვერ ახდენენ.

მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით ქალებში, როგორც ჩანს, შთაგონების მოთხოვნა არსებობს.

ბოლო კვირების განმავლობაში-ვიდეო, სადაც ყოფილი პრეზიდენტის აკბარ ჰაშემი რაფსანჯანის ბოლო საარჩევნო კამპანიაა ასახული, ვირუსივით გავრცელდა სოციალური მედიის ვებ-საიტებზე. მასში ახალგაზრდა ქალი ირანელი ქალების სოციალურ სტატუსს აკრიტიკებს. ვიდეოში ჩანს რაფსანჯანი, რომელსაც ამ სიტყვების დროს თვალები ცრემლით ევსება.

თუმცა ირანის ყოფილ პრეზიდენტს, რაფსანჯანის, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს. ეს გადაწყვეტილება რევოლუციის გუშაგთა საბჭომ მიიღო.
XS
SM
MD
LG