ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ინდუსტრიული ალკოჰოლის დალევის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა იზრდება


ირანში სამედიცინო პერსონალი მოსახლეობას დაჟინებით სთხოვს შეწყვიტონ ინდუსტრიული ალკოჰოლის დალევა კორონავისურის თავიდან აცილების მიზნით. ირანში მიმდინარე კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მოსახლეობაში ფართოდაა გავრცელებული მცდარი მოსაზრება, რომ მეთანოლი ვირუსს კლავს.

ირანული მედია იტყობინება, რომ ქვეყანაში, დაახლოებით, 300 ადამიანი გარდაიცვალა და 1000-ზე მეტი მოიწამლა მეთანოლის დალევის შედეგად. ირანში ალკოჰოლის დალევა აკრძალულია და ისინი ვინც სვამენ, ძირითადად კუსტარულად დამზადებულ ალკოჰოლს სვამენ.

“ასოშეიტიდ პრესთან” საუბრისას, ერთ-ერთმა ირანელმა ექიმმა თქვა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა და აღნიშნა, რომ ინდუსტრიულ ალკოჰოლზე მცდარი შეხედულებების გამო, 480-მდე ადამიანია გარდაცვლილი და 3 ათასამდე მოწამლული.

ირანში სოციალური მედიით უკვე რამდენიმე ხანია ვრცელდება ყალბი ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვირუსის განკურნვა. ხალხის მიერ მკურნალობის ყალბი მეთოდებისთვის დაჯერებას ისიც უწყობს ხელს, რომ მოსახლეობის ნაწილი მთავრობას არ ენდობა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, ოფიციალური თეირანი კოვიდ-19-ის საფრთხეს უმნიშვნელოდ წარმოაჩენდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG