ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ირანს ახალ სანქციებს უწესებს


გაეროს ბირთვული ინსპექტორები ცდილობენ, დაარწმუნონ თეირანი, ბირთვულ საკითხზე საუბარი განაახლოს

შეერთებულმა შტატებმა ბირთვული საკითხების ხუთ ირანელ ექპსერტს და შვიდ კომპანიას ირანის დამხარებისთვის სანქციები დაუწესა. ისინი თეირანს ბირთვული ბომბის დასამზადებლად ურანის გამდიდრებაში ეხმარებოდნენ.ახალი სანქციების თანახმად, აღნიშნულ პირებთან და კომპანიებთან თანამშრომლობის გამო , ყველა ამერიკელ მოქალაქეს ბანკებში აქტივები გაეყინება.

ირანი გაეროს და დასავლეთის მოთხოვნას, ბირთვული პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით კვლავ ეწინააღმდეგება. ვაშჲნგტონი აცხადებს, რომ ირანი ურანს ბირთვული ბომბის დასამზადებლად ამდიდრებს, თუმცა თეირანი ამ საქმიანობას მშვიდობიანი მიზნებით ხსნის.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, თეირანს ბირთვული პროგრამის გამო შეზღუდვები აუცილებლად უნდა დაუწესდეს.

გაეროს ბირთვული ინსპექტორები ცდილობენ, დაარწმუნონ თეირანი ბირთვულ საკითხზე საუბარი განაახლოს.

XS
SM
MD
LG