ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ორ თვეში ურანის გამდიდრებას დაასრულებს


I
I

თუმცა თავად მოწყობილობის შესაქმნელად დამატებით დროა საჭირო

ამერიკის უსაფრთხოების ინსტიტუტის განცხადებით, ირანს ორი თვე სჭირდება იმისთვის, რომ ბირთვული ბომბისთვის სამყოფი გამდიდრებული ურანი შეიმუშაოს. თუმცა, თავად მოწყობილობის შესაქმნელად დამატებით დროა საჭირო.

მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ირანი 2-4 თვეში 25 კილოგრამ გამდიდრებულ ურანს შექმნის, რაც ბირთვული ქობინის ბირთვის დასამზადებლადაა საჭირო.

ირანს ათასობით ცენტრიფუგა აქვს, რომლითაც ნათანზის ქარხნაში ურანის გამდიდრება მიმდინარეობს. ცენტრიფუგების უმეტესობა მთების ძირშია განლაგებული, რათა საჰაერო თავდასხმებისგან დაცული იყოს.

აშშ-ი და ისრაელი, ბირთვული პროგრამის შეჩერების მიზნით, ირანზე სამხედრო თავდასხმას არ გამორიცხავენ. თეირანი აცხადებს, რომ ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
XS
SM
MD
LG