ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანის ინტერესები სირიაში


თეირანს საკმარისი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ სირიასთან დაკავშირებულ დაძაბულობის განმუხტვას მიესალმოს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:03 0:00
ბმული

ამ თვეში, სირიის პრეზიდენტის ორი მთავარი მოკავშირე შეხვდა ერთმანეთს. ირანის ახალმა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ისარგებლა შემთხვევით და შეაქო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი როლი სირიასთან მიმართებაში.

მან იმედი გამოთქვა, რომ რუსული დიპლომატია თავიდან აგვაცილებს, როგორც თვითონ უწოდა „ახალ ომს“, რითაც აშკარად მიანიშნა ამერიკული საჰაერო თავდასხმების მუქარაზე.

ირანის ექსპერტის, მარკ ფითცპატრიკის აზრით, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტიდან, ირანს საკმარისი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ სირიასთან დაკავშირებულ დაძაბულობის განმუხტვას მიესალმოს.

„რამდენად რთულიც არ უნდა იყო სირიის პრობლემაა დასავლეთისთვის, ის ბევრად უფრო რთულია ირანისთვის. ვფიქრობ, სირია ირანისთვის ვიეტნამის მსგავსი რამ ხდება, ჩაფლული არიან გაუგებრობაში და გამოსვლას ვერ ახერხებენ.“

გადასახლებაში მყოფი ირანელი ჟურნალისტი, ამირ ტაჰერი ამას „გადაჭარბებულს“ უწოდებს, მაგრამ ამბობს, რომ ირანმა სირიაში მნიშვნელოვანი რესურსები დააბანდა, როგორც თვითონ ამბობს, იდეოლოგიური მიზეზების გამო.

„პრობლემა იმაშია, რომ ირანს გაორება სჭირს. ირანს, როგორც რევოლუციას სირიაში აქვს ინტერესი. ირანს, როგორც ქვეყანას, სირიაში არავითარი ინტერესი არ გააჩნია. როჰანის სურს ირანი ისევ ქვეყნად აქციოს.“

დასავლეთის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებზე, პრეზიდენტი როჰანი უფრო კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს. ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა კი განაცხადა.

„მე აქ მოვედი ჩვენი ახალი პრეზიდენტის გზავნილით, რათა უფრო გავაუმჯობესოთ და განვავრცოთ სააგენტოსთან უკვე არსებული თანამშრომლობა იმ მიზნით, რომ საბოლოო წერტილი დავუსვათ ეგრეთწოდებულ ირანის ბირთვულ საქმეს.“

მარკ ფითცპატრიკი ამბობს, რომ გამორიცხული არაა პრეზიდენტ როჰანის უნდოდეს, სირიის შესაძლო სამშვიდობო კონფერენციის გამოყენება დასავლეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ირანის საგარეო პოლიტიკაში საკუთარი როლის გასაზრდელად.

„ალბათ ირანისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ მიიწვევენ ჟენევა 2-ზე და ამით როჰანის პოზიცია გაძლიერდება, იმიტომ რომ ის გამოჩნდება როგორც ლიდერი, რომელსაც შეუძლია ესაუბროს შეერთებულ შტატებს ირანისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და არა მხოლოდ ბირთვულ საკითხზე, რაც შეერთებული შტატებისთვისაა მნიშვნელოვანი.“

მაგრამ ამ გეგმას ირანის უმაღლესი ხელისუფალის, აიათოლა ალი ჰამენეის მხარდაჭერა სჭირდება. ამირ ტაჰერი ფიქრობს, რომ ეს არ მოხდება.

„ბატონი ჰამენეი, რომელიც უმაღლესი თანამდებობის პირია, გადაჭრით ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ასადის დამხობას, თუმცა სინამდვილეში საკითხი ასე დგას, თუ ვინ შექმნის ახლო აღმოსავლეთის სურათს. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები თუ ირანი და მისი მოკავშირეები? ამჯერად გამარჯვება მოიპოვა იმ მხარემ, სადაც ირანი დგას.“

ტაჰერი ამბობს, რომ ეს საშუალებას მისცემს აიათოლა ჰამენეის ნაკლებად იყოს დაინტერესებული დასავლეთისადმი დათმობებზე წავიდეს და შეიძლება გააბათილოს პრეზიდენტ როჰანის მცდელობა, გამოიყენოს სირიის საკითხი უფრო ზომიერი პოლიტიკის გასატარებლად.
XS
SM
MD
LG