ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს ახალი სანქციები დაუწესდა


მკაცრი სანქციები თეირანს გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან თანამშრომლობაზე უარის გამო დაუწესდა

ევროკავშირის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ირანის ინდუსტრიულ კომპანიებს ახალი სანქციები დაუწესონ, რათა თეირანის ბირთვულ საქმიანობას წერტილი დაესვას.

ორშაბათს, ბრიუსელის შეხვედრაზე 27 ქვეყნის ბლოკის მიერ გამოცემულ განცხადებაში განმარტებულია, რომ მკაცრი სანქციები ირანს იმ მიზეზით დაუწესდა, რომ მან გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან თანამშრომლობაზე უარი თქვა და საერთაშორისო ვალდებულებები არ შეასრულა.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი კომისარი, კეტრინ ეშტონი აცხადებს, რომ სანქციების მიზანია, ირანი აიძულოს - საერთაშორისო შეშფოთებას გაგებით მოეკიდოს და მოლაპარაკებები დაიწყოს.
XS
SM
MD
LG