ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ირანის არჩევნებზე


„სწორედ ახლა აქვს ირანს საშუალება საერთაშორისო ურთიერთობები გამოასწოროს და დაიცვას გაეროს წინაშე აღებული ვალდებულებები“

ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი მოსახლეობას ზომიერების პოლიტიკის დაცვას პირდება. ჰასან როჰანის განცხადებით, მისი საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება ირანის პოლიტიკაში ახალი ეპოქის დადგომის მომასწავებელია.

„თუკი მას ამის სურვილი ექნება, როგორც ეს წინასაარჩევნო კამპანიაში იყო გაცხადებული, სწორედ ახლა აქვს ირანს საშუალება საერთაშორისო ურთიერთობები გამოასწოროს და დაიცვას გაეროს წინაშე აღებული ვალდებულებები“ - განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა დენის მაკდონაჰმა.

რესპუბლიკელი სენატროი მარკო რუბიო ნაკლებად ოპტიმისტური ჩანს, რომელიც აღნიშნავს, რომ დღის ბოლოს უზენაესი ხელისუფლება, რომელმაც ირანი ბირთვული განვითარების სახიფათო გზაზე დააყენა, ქვეყანაში არ შეცვლილა.

ირანის ახალი პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელებში ინგლისურად გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოსავალი ამ შემთხვევაში მხოლოდ მეტი გამჭვირვალობა და ურთიერთპატივისცემაშია.
XS
SM
MD
LG