ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ინტერნეტი კომაშია


ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტის გაფილტვრა, ელექტრონული ფოსტების გატეხვა და მსგავსი საქმიანობა დაიწყო. შედეგად უამრავი აქტივისტი დააპატიმრეს.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:36 0:00
ბმული
ორ კვირაში ირანში არჩევნები დაიწყება. თუმცა საარჩევნო უბნებში მისვლამდე, ირანის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას ინტერნეტ მომსახურებას უზღუდავს.

ოთხი წლის წინ ირანის სოციალურ მედიაში, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, მწვანე მოძრაობის მიერ გადაღებული ვიდეოები და ფოტოები გავრცელდა. რეფორმისტული პარტიის წევრებმა მთელ მსოფლიოს დაანახეს, თუ როგორი გაყალბებით მოიპოვა არჩევნებში გამარჯვება მაჰმუდ აჰმადინეჟადმა.

ახლა ირანში სოციალური მედიის აქტივობა ბევრად უფრო დაბალია.

ჯენივ აბდო ვაშინგტონში ბაზირებული სტიმსონის ცენტრის თანამშრომელია. იგი ვარაუდობს, რომ წლევანდელ არჩევნებზე სოციალური მედია პასიური იქნება:

„მწვანე მოძრაობა თითქმის მთლიანად დაშალეს. ხალხს პროტესტის სურვილი აღარ აქვს.“

აბდო მიიჩნევს, რომ ამაში დიდი როლი აგრესიული რეჟიმის ძალისხმევამ ითამაშა:

„ხელისუფლებამ ინტერნეტის გაფილტვრა, ელექტრონული ფოსტების გატეხვა და მსგავსი საქმიანობა დაიწყო. ამის შემდეგ უამრავი ადამიანი დაადანაშაულეს და ციხეში ჩასვეს.“

აბდოს თქმით, ბოლო დროს ირანში ინტერნეტი განსაკუთრებულად შენელდა. ადგილობრივმა გაზეთმა ისიც კი დაწერა, რომ ირანის ინტერნეტი ამჟამად კომაშია.

ამ მდგომარეობამ განაპირობა ის, რომ ირანელები და საპრეზიდენტო კანდიდატთა უმეტესობა სახელმწიფო მედიის იმედად დარჩა. ამ სფეროში კი ხელისუფლება განსაკუთრებით გავლენიანია.

მოჰამედ რეზა არეფი ირანის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და ერთერთი რეფორმატორი ლიდერია. მისი განცხადებით, საჯარო გამოსვლები მას უკვე დიდი ხანია შეზღუდული აქვს. რევოლუციური გვარდიის გენერალი მოჰსენ რეზაეი კი აცხადებს, რომ მის კამპანიასთან დაკავშირებული პირველი ინტერვიუ ცენზურის ქვეშ მოექცა.

ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატი კი ცდილობს გარისკოს და საკუთარ ინტერნეტ გვერდზე სხვადასხვა განცხადებებს აკეთებს. მათ შორისაა ერთერთი პოპულარული საპრეზიდენტო კანდიდატი ბირთვული მოლაპარაკებების თავკაცი საედ ჯალილი. ჯალილი ძირითადად ტვიტერის საშუალებით ეკონტაქტება ამომრჩევლებს.

საერთაშორისო შეშფოთება ირანში მიმდინარე წინასაარჩევნო დაძაბულობასთან დაკავშირებით მატულობს. ამ ფონზე შეერთებული შტატები მზადაა სანქციები შეარბილოს და ამერიკულ კომპანიებს საშუალება მისცეს, ირანში მობილური ტელეფონები გაყიდონ. ამ კომპანიებს შორისაა კომპანია ეფლი, რომელიც აიფონით და სხვა ტექნოლოგიური საშუალებებით ირანელებს ცენზურასთან ბრძოლაში დაეხმარება.
XS
SM
MD
LG