ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი არჩევნებისთვის ემზადება


ექსპერტების ვარაუდით, წარმატების დიდი შანსი აქვს ირანის ბირთვული პროგრამის მთავარ მომლაპარაკებელს - საიდ ჯალილს

ირანის საპრეზიდენტო ექვსი კანდიდატი კამპანიის ბოლო დღეს ასრულებს და პარასკევს დანიშნული არჩევნებისთვის ემზადება.

ოთხშაბათს საარჩევნო კამპანია დასრულდა და ირანელებს მიეცათ საშუალება საკუთარ არჩევანზე საბოლოოდ იფიქრონ.

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი მოუწოდებს ირანელებს არჩვენებში მონაწილეობა აუცილებლად მიიღონ.

ექსპერტების ვარაუდით, წარმატების დიდი შანსი აქვს ირანის ბირთვული პროგრამის მთავარ მომლაპარაკებელს საიდ ჯალილს. თუმცა ბოლო დროს ზომიერი პოლიტიკოსი ჰასან როვანი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG