ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ამერიკის მოქალაქე დააკავეს


ბიზნესმენი სიამაკ ნამაზი თეირანში ორი კვირის წინ ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა. ის ირანის რევოლუციურმა გვარდიამ დააკავა.

ირანმა ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა. მას შეერთებული შტატების და ირანის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ბიზნესმენი სიამაკ ნამაზი თეირანში ორი კვირის წინ ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა. ის დუბაიში მოქმედი სტრატეგიული დაგეგმარების კომპანიის „კრესენტ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელია.

გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, ნამაზი რევოლუციურმა გვარდიამ დააკავა, რომელიც უშუალოდ ქვეყნის სულიერი ლიდერის დაქვემდებარებაშია. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მისი დაპატიმრების ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ამერიკის მოქალაქეების ირანში დაკავების საკითხი სახელმწიფო მდივან ჯონ კერის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე წამოიჭრა.

XS
SM
MD
LG