ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა ურანის გამდიდრება დაიწყო


ირანმა ურანის გამდიდრება დაიწყო
ირანმა ურანის გამდიდრება დაიწყო
ორშაბათს ირანმა ურანის გამდიდრების პროცესის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროცესი იმ ობიექტზე მიმდინარეობს, სადაც გამდიდრება უფრო სწრაფადაა შესაძლებელი. მიღებული ურანი კი ბირთვული იარაღის შექმნაში გამოიყენება.
საერთაშორისო ატომურ სააგენტოში ირანის წარმომადგნელის, ალი აშგარ სოლთენეის განცხადებით, ურანის გამდიდრება ახლად აშენებულ ფორდოს კომპლექსში ხდება ქალაქ ნათანზში. ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში მან დასძინა, რომ გამდიდრების პროცესი გაეროს ბირთვული სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. გაეროს სააგენტოსთან დაკავშირებული დიპლომატები ზემოხსენებულ განცხადებას ადასტურებენ. აშშ და საფრანგეთი კი გმობს ირანის ამ ქმედებას.

XS
SM
MD
LG