ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, მისი მთავრობა უახლოეს წლებში კოსმოსში ირანში დამზადებული თანამგზავრის გაშვებას გეგმავს. მან ეს განცხადება თეირანში გამართული საზეიმო ცერემონიის დროს გააკეთა, სადაც ირანში წარმოებული ოთხი თანამგზავრი იყო გამოფენილი - ფაჯრი, რაშადი, ზაფარი და ამირ ქაბირ -1. ცერემონია ასევე დაემთხვა ირანის ისლამური რევოლუციის 32 წლისთავის საზეიმო კვირას. აღსანიშნავია, რომ ირანის მთავრობა რევოლუციის ყოველ წლისთავზე თავის ტექნოლოგიურ მიღწევებით ამაყობს.
პოპულარული
1