ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის თვითმფრინავებს საწვავის შევსებაზე უარი ეთქვათ


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის თვითმფრინავებს დაწესებული სანქციების გამო, საერთაშორისო აერპორტებში საწვავის შევსებაზე უარს ეუბნებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, მას მერე რაც ირანს სანქციები დაუწესდა, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

ირანის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით,ირანის ავიახაზების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია,რომ ბრიტანეთის, გერმანიისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების აეროპორტებში ირანის თვითმფრინავებს საწვავის შევსებაზე უარი ეთქვათ.ზემოხსენებული ქვეყნების ოფიციალურმა წარმომდგენლებმა მსგავსი შემთხვევა უარყვეს,თუმცა არაბეთის გაერთიანებული საემიროების საინფრომაციო საშუალების განცხადებით, საწვავზე უარი ირანის ერთერთ თვითმფრინავს რომელიღაც კერძო ავიოკომპანიაში განუცხადეს.

XS
SM
MD
LG