ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად დაგეგმილ საზღვაო წრთვნებზე საუბრობს


რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა მოსკოვში
რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა მოსკოვში

რუსეთმა, ირანმა და ჩინეთმა შესაძლოა ერთობლივი საზღვაო წრთვნები გამართონ - ამის შესახებ მოსკოვში ირანის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზტის დროს გახდა ცნობილი. რუსეთში მყოფი ირანის ოფიციალური დელგაცია, ვიზიტს ორი ქვეყნის ურთიერთობაში „გარდამტეხ წერტილად“ აფასებს.

რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი მოსკოვს ეწვია.

რუსეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა ნატოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, „სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში ახალი საფარით გაფართოებით, დამოუკიდებელი სახელმწიფოების საერთო ინტერესებს საფრთხეს უქმნის“.

ვლადიმირ პუტინი ირანელ კოლეგას კრემლში, ოთხშაბათს შეხვდა. მიუხედავად ოფიციალური მიღებისა, პრეზიდენტებს ორი ქვეყნის შეთანხმებების შესახებ განცხადებები არ გაუკეთებიათ. რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მიერ, ერთობლივი საზღვაო წრთვნების დაგეგმვის შესახებ სხვა ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს.

„ამ დროისთვის, ვიზიტის მნიშვნელობა ძირითადად სიმბოლურია. საუბარია მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობაზე. საუბარია ენერგეტიკულ სექტორში სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ეს აქამდეც გვსმენია. დრო გვიჩვენებს, შესაძლებელია თუ არა რაიმე ხელშესახები გარიგების მიღწევა“ - ამბობს “ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ ირანის პროგრამის ხელმძღვანელი, ალექს ვატანკა.

მოსკოვში მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა.

„ორი ქვეყნის პრეზიდენტები, გრძელვადიან საგზაო რუკაზე შეთანხმდნენ“ - წერს ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი. ირანელ მინისტრს, არ დაუკონკრეტებია, გაფორმდა თუ არა ორ ქვეყანას შორის რაიმე შეთანხმება.

თუმცა, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ერთობლივი საზღვაო წრთვნების შესახებ, რაისის მოსკოვში ვიზიტის პარალერულად, ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედიაც ავრცელებდა. ირანის ოფიციალურმა სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წვრთნებში მონაწილეობას ირანის შეიარაღებული ძალები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მიიღებს.

რუსეთის მხარდაჭერით, ირანი ორგანიზაცია შანხაის თანამშრომლობის წევრი 2021 წლის სექტმებერში გახდა.

XS
SM
MD
LG