ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი მკვლევარი აშშ-ში დააკავეს


ირანელი მკვლევარი, რომელიც შეერთებულ შტატებში ბოსტონის საავადმყოფოში კიბოს დაავადების კვლევის მიზნით ჩაფრინდა, დაკავებული იქნა და ის გუშინ ოჯახთან ერთად ირანში დააბრუნეს.

შეერთებული შტატების საზღვრის დაცვის და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი სტეფანი მალინი აცხადებს, რომ მკვლევარის მეუღლე და სამი შვილი ირანისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩასვეს მას შემდე,გ რაც ოჯახი ორშაბათს გვიან ღამით დააკავეს.

დაკავება მას შემდეგ განხორციელდა, რაც დეპარტამენტს ოჯახის მიმართ შეერთებულ შტატებში შემოსვლის დროს კითხვები გაუჩნდა. პრეს-სპიკერს დამატებითი ინფორმაცია არ დაუზუსტებია, თუმცა მან დასძინა, რომ ოჯახის დაკავების მიზეზი არ ყოფილა პრეზიდენტ ტრამპის გამოცემული საემიგრაციო შეზღუდვა ექვსი მუსლიმური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG