ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა აზერბაიჯანიდან ელჩი გაიწვია


ირანმა აზერბაიჯანიდან ელჩი გაიწვია, მას შემდეგ რაც ქვეყნებს შორის უთანხმოება წარმოიშვა. ირანის ინფორმაციით, აზერბაიჯანში ადგილი ჰქონდა "რელიგიური სიწმინდეების შელახვას". ირანის საელჩო ბაქოში აცხადებს, რომ ელჩი მოჰამდ ბაგჰერ ბაჰრამი ორშაბათს თეირანში გაიწვიეს მოლაპარაკებებისთვის.

ამასობაში, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოაშკარავებას ცდილობდნენ საყოველთაო მსვლელობის დროს. ევროვიზიის კონკურსის გამო აზერბაიჯანზე მსოფლიოს ყურადღებაა მიმართული. ამ კონკურსის ჩატარებით ბაქო ცდილობს თავისი იმიჯის წარმოჩენას. სავარაუდოდ ევროვიზიას მსოფლიო სხვადასხვა კუთხიდან 120 მილიონი მაყურებელი ეყოლება. კონკურსის გამარჯვებული შაბათს გამოვლინდება.

XS
SM
MD
LG