ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში აქციის სულ მცირე 208 მონაწილეა მოკლული


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ უკანასკნელ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. აქციები, ირანში, ბენზინის ფასის ზრდას მოჰყვა.

“რელიგიური და ისლამური შეწყალება უნდა ვაჩვენოთ, და ის უდანაშაულო ხალხი, ვინც ბენზინის ფასის ზრდას აპროტესტებდა და შეირაღებული არ იყო… უნდა გათავისუფლდეს”, - განაცხადა როჰანიმ.

ირანში საპროტესტო აქციები 15 ნოემბერს დაიწო, მას შემდეგ რაც მთავრობამ ბენზინზე ფასის 200 პროცენტიანი ზრდა დაანანონსა. აქციების ჩახშობას უსაფრთხოების სამსახურები შეეცადნენ. მათ ქვეყანაში ინტერნეტი ერთი კვირის განმავლობაში გათიშეს.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “საერთაშორისო ამნისტიამ” განაცხადა, რომ დემონსტრაციებს მინიმუმ 208 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რომ ეს ირანის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან სასტიკ მოქმედებას და განურჩეველ ძალადობას აჩვენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG