ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საპროტესტო აქციაზე 10 ადამიანი დაიღუპა


ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ ღამის განმავლობაში 10 ადამიანი მოკლეს იმ ანტისამთავრობო პროტესტების დროს, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გასულ კვირას დაიწყო. დაღუპულთა რიცხვის გარდა, შეტყობინებაში სხვა დეტალები არ გაჟღერებულა.

მანამდე, ირანის საინფორმაციო სააგენტომ ერთ-ერთი ირანელი კანონმდებლის ციტირება მოახდინა, რომელმაც თქვა, რომ ქალაქ იზეჰში, ღამის განმავლობაში ორ ადამიანს ესროლეს და მოკლეს, თუმცა არ უთქვამს თუ ვინ იყო პასუხისმგებელი სროლაზე.

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, „ძალიან შეშფოთებულია“ იმით, რომ თეირანი, პროტესტების შერბილების მიზნით, ირანელებს სოციალური მედიის საშუალებით კომუნიკაციას უბლოკავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG