ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი მოლაპარაკებებისთვის მზად არის


თეირანი მზადაა ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს

ირანის ბირთვული მომლაპარაკებელი აცხადებს, რომ თეირანი მზად არის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთაან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს.

საედ ჯალილის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრთან და გერმანიასთან შეხვედრა ირანში, ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ შეიძლება შედგეს.

მან ასევე გაიმეორა ირანის პოზიცია, რომ თეირანს უფლება აქვს ურანი გაამდიდროს. ამასობაში, უცხოეთის ქვეყნებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელსაც საზოგადოება პი-5 (გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წარმომადგენელი ქვეყანა) პლიუს ერთის სახელით იცნობს, ირანს ურანის გამდიდრების შეწყვეტას თხოვს.
XS
SM
MD
LG