ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანზე ზეწოლა ძლიერდება


ირანზე ზეწოლა ძლიერდება
ირანზე ზეწოლა ძლიერდება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ გააძლიერებენ ზეწოლას ირანზე, რათა თეირანმა შეაჩეროს ბირთვული პროგრამის განვითარება. თუმცა, შესაძლო სამხედრო ჩარევის შესახებ ევროკავშირში ერთიანი მოსაზრება არ არსებობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ირანზე დაწესებულ სანქციებს უდიდესი გავლენა და მოცულობა გააჩნია და შემდეგი ეტაპი რუსეთთან და ჩინეთთან იქნება განხილული, რათა ამით განხორციელდეს ზეწოლა თეირანზე მისი ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ობამამ ჰავაიში, წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, კვირას განაცხადა. მან შეხვედრები გამართა ჩინეთის და რუსეთის ლიდერებთან და გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ახალი მოხსენებაც განიხილა, რომლის მიხედვითაც აშკარაა ირანის მცდელობა შექმნას ბირთვული იარაღი. ბატონი ობამას თქმით, პეკინი და მოსკოვი ეთახმებიან აზრს, რომ ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG