ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის ახალი ინიციატივა


მოსკოვის ახალი ინიციატივა
მოსკოვის ახალი ინიციატივა

ირანი მიესალმება რუსეთის შეთავაზებას, რომელიც თეირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე ექვსმხრივი მოლაპარაკების განახლებას ისახავს მიზანდ. საიდ ჯალილმა, რომელიც ირანის მხრიდან ბირთვულ საკითხებში მთავარი მომლაპარაკებელია, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის გეგმა შესაძლოა ემყარებოდეს ბირთვულ თემაზე აქტიურობის გადატვირთვის საფუძველს. ჯალილმა მანამდე შეხვედრა გამართა რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან, რომელიც თეირანში გუშინ ჩავიდა, რათა ირანულ მხარესთან ბირთვული საკითხები განიხილოს. მოსკოვი ცდილობს რათა ირანსა და დასავლეთს შორის ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები განაახლოს. გასულ თვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წარადგინა შეთავაზებები, რომელიც ირანისთვის სანქციების თანდათანობით შემსუბუქებას ისახავდა მიზნად.

XS
SM
MD
LG