ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშერის სადგური საერთო ქსელში ჩართეს


ბუშერის სადგური საერთო ქსელში ჩართეს
ბუშერის სადგური საერთო ქსელში ჩართეს

ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგური ეროვნული ელექტროფიკაციის ქსელში ჩაერთო. ბუშერის ატომური სადგური 60 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სადგურის დაგვიანებით ამოქმედებაში ირანელი კანონმდებლები რუს მშენებლებს ადანაშაულებდნენ. გასულ თვეს გაზეთმა „აფთაბმა“ გამოაქვეყნა ირანელი კანონმდებლის ასგარ ჯალალიანის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „როსატომი“ არ ასრულებდა თავის პირობას სადგურის მშენებლობის დასრულების შესახებ. „როსატომს“ ირანელი დეპუტატის ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ჯალალიანი ირანის იმ საპარლამენტო კომისიის წევრია, რომელიც ბუშერის ატომური სადგურის მშენებლობას უწევდა მეთვალყურეობას. ბუშერის სადგურის მშენებლობა რუსულმა მხარემ 1995 წლიდან დაიწყო. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს, თუმცა თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

XS
SM
MD
LG