ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაზრდას ითხოვს


ისრაელი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაზრდას ითხოვს

ისრაელის თავდაცვის მინსიტრმა ეჰუდ ბარაკმა საერთაშორისო საზოგადოებას იარანის წინააღმდეგ სანქციების გაზრდისაკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ანალოგიური განცახდება თავად შეერთებულმა შტატებმა გააკეთა. ამ განცხადებებს მიზანს ირანის მიერ ბირთვული იარაღის პროგრამის შეჩერება წარმოადგენს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ტოკიოში, იაპონიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას, აღინიშნა რომ, დამატებითი ზომების მიღება გარდაუვალია:

„სანქციები უნდა გაიზარდოს და თანაც სასწრაფოდ. არსებულ სანქციებს მხოლოდ დასაწყისში ქონდა შედეგი, რაც საკმარისი არაა იმისათვის რომ ირანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალოს. “

აღნიშნულტან დაკავშირებით შეერტებულმა შტატებმა განაცხადა რომ თეირანს სურს ყურადღება დიპლომატიური იზოლაციისაკენ გადაიტანოს, ვიდრე ბირთვული იარაღის შემცირება განახორციელოს.

XS
SM
MD
LG