ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებები თეირანში


მოლაპარაკებები თეირანში

ირანის განცხადებით, გაეროს ბირთვული სააგენტოს წარმომადგენელთა ვიზიტი მიზნად არ ისახავს ირანის ბირთვული ობიექტების ინსპექტირებას, არამედ ისინი მოლაპარაკებას გამართავენ ირანის ხელისუფლებასთან. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რამინ მეჰმანპარასტმა განაცხადა. მისი თქმით, დელეგაციის მიზანი ირანსა და ატომური ენერგიის სააგენტოს შორის მოლაპარაკების დასაწყებად ნიადაგის შემზადებაა. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად შეუწყობს ხელს ეს ვიზიტი ირანის მოლაპარაკებას გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია თეირანში გუშინ ჩავიდა.

XS
SM
MD
LG