ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ვირუსი ირანის კომპიუტერულ სისტემაში


ახალი ვირუსი ირანის კომპიუტერულ სისტემაში
ახალი ვირუსი ირანის კომპიუტერულ სისტემაში

ირანის სამოქალაქო თავდაცვის უწყების დირექტორის განცხადებით, აღმოჩენილია ახალი ვირუსი, რომელიც ირანის წინააღმდეგ კიბერ-თავდასხმის განსახორციელებლად იყო შემუშავებული.

გოლამ რეზა ჯალალის განცხადებით, ახალი ვირუსი - ეგრეთ წოდებული, ვარსკვლავების ვირუსი - ირანის კომპიუტერული სისტემების წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა მან კონკრეტულად არ დაასახელა რა იყო ვირუსის სამიზნე.

ჯალალის თქმით, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ შარშან შექმნილი კომპიუტერული ვირუსი ირანის ბუშერის ბირთვული რეაქტორის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. მისი თქმით, ვირუსმა რეაქტორის ძირითადი სისტემების დაზიანება ვერ მოახერხა.

XS
SM
MD
LG