ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა წარმოებაში ახალი თაობის ცენტრიფუგები გაუშვა


ირანმა წარმოებაში ახალი თაობის ცენტრიფუგები გაუშვა

ირანმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნა ახალი თაობის ცენტრიფუგების წარმოებაში გაშვება, რომლებიც კიდევ უფრო დააჩქარებენ ურანის გამდიდრების პროცესს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის სტუმრობა თეირანის ბირთვულ რეაქტორზე, სადაც სამედიცინო კვლევებს აწარმოებენ.

ირანმა დაამტკიცა, რომ დამოუკიდებლად შეუძლია ბირთვული პროგრამის განვითარება დასავლეთის და გაეროს მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად.

თეირანის ბირთვულ რეაქტორზე რადიაქტიულ იზოტოპებს ამზადებენ, რომლებსაც სიმსივნის მკურნალობის დროს იყენებენ.

XS
SM
MD
LG