ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული ამბიციები


ირანის ბირთვული ამბიციები
ირანის ბირთვული ამბიციები

ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება საერთაშორისო საზოგადოებაში თეირანის მიმართ არსებულ უნდობლობას კიდევ უფრო აღრმავებს.

აჰმადინეჟადი ირანის ქალაქ ქაზვინში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ირანს ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების უფლება აქვს და არ აპირებს ვინმესთან ამ უფლების განხილვას. გარდა ამისა, ირანი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან შეხვედრისას მხოლოდ გლობალური საკითხების გადაწყვეტასა და მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე ისაუბრებს.

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ. აჰმადინეჟადმა შეხვედრისთვის, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე თურქეთში შედგება, მზადყოფნა გამოთქვა.

XS
SM
MD
LG