ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი გამჭვირვალე თანამშრომლობის მომხრეა


ირანის ელჩმა ორგანიზაციას გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების წინაააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდა.

ირანის საინფრომაციო სააგენტო “ისნა” ალი ასგარ სოლთანეის ციტირებას ახდენს, სოლთანეის ამბობს, რომ გაეროს სააგენტოს მართებს იცოდეს, რომ ირანი გამჭვირვალე თანამშრომლობის მომხრეა.

ირანი უკვე მეორედ ხდება გაეროს სანქციების ობიექტი ბირთვული პროგრამის წარმოების გამო. თეირანში აცხადებენ, რომ პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, ბევრს საერთაშორისო თანამეგობრობაში კი ეჭვი აქვს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ამზადებს. ირანის მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG