ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანელი ჟურნალისტები ირანში განაჩენს ელიან


გერმანელი ჟურნალისტები ირანში განაჩენს ელიან
გერმანელი ჟურნალისტები ირანში განაჩენს ელიან

ირანის ხელისუფლების განცხადებით, თეირანში დაკავებული ორი გერმანელი ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებულმა საერთაშორისო კამპანიამ შესაძლოა უარყოფითი შედგები გამოიღოს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რამინ მეჰმანპარაშტიმ გააკეთა კომენტარი. მან მოუწოდა გერმანიას, რომ ნუ მოახდენს ამ საკითხის პოლიტიზირებას. ირანის ხელისუფლებამ ორი გერმანელი ჟურნალისტი გასული წლის ოქტომბერში დააკავა. მათ ბრალი ედებათ იმაში რომ არ ქონდათ ჟურნალისტური შესაბამისი აკრედიტაციები და ტურისტული ვიზებით ცდილობდნენ ირანში მომხდარი ამბების გაშუქებას. კერძოდ კი გერმანელი ჟურნალისტები სიკვდილმისჯილი ქალის ჩაქოლვის გაშუქებას აპირებდნენ.

XS
SM
MD
LG