ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა


Earthquake victims mourn in the earthquake-stricken village of Varzaqan near Ahar, in East Azerbaijan province, August 12, 2012.

ჯანდაცვის მინისტრი დაზარალებულ მოსახლეობას მდგომარეობის შემსუბუქებას ჰპირდება

ირანში, შაბათს მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამას აჭარბებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტს დღეს განუცხადა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობასთან ერთად, დაშავდა 3000-ზე მეტი ადამიანი.

მინისტრის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს მიცვალებულების დაკრძალვა ესაჭიროებათ, მათ აკლიათ სურსათ-სანოვაგე, წყალი, საცხოვრებელი კარვები. მინისტრმა დასძინა, რომ სოფლებში საგანგებო ჰოსპიტალებს გახსნიან და დაზარალებულებს მკურნალობის საშუალება ექნებათ.

ორი მიწისძვრა, რომელთა სიმძლავრე ექვს ბალს აჭარბებდა, შაბათს ერთმანეთისგან რამდენიმე წუთის დაშორებით მოხდა და განსაკუთრებული ზიანი ქალაქ თაბრიზის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებს მიაყენა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივნმა ბან კი მუნმა დღეს სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა და ირანელ ხალხს მიუსამძიმრა მომხდარის გამო. ბან კი მუნი ირანელებს ჰუმანიტარული დახმარების გადაცემას შეჰპირდა.
XS
SM
MD
LG