ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასზე მეტი გარდაცვლილი და 3500 ზე მეტი ინფიცირებული - კორონავირუსი ირანში


ირანში საგანმანათელებლო დაწესებულებები დაიკეტა - მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. ჩინეთის შემდეგ, კოვიდ-19 ყველაზე მწვავედ სწორედ ირანშია გავრცელებული.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სკოლები და უნივერსტეტები 20 მარტამდე იქნება დახურული. ჯანდაცვის მინისტრმა, პრესკონფერენციაზევე განაცხადა, რომ ადამიანებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა არ უნდა მიიღონ, როგორც მოგზაურობის შესაძლებლობა. „ისინი უნდა დარჩნენ შინ და ჩვენი გაფრთხილებები სერიოზულად აღიქვან,“ - განაცხადა ირანის ჯანდაცვის მინისტრმა.

ამ დროის მონაცამებეით, ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ირანში 107, ინფიცირების დადასტრებული შემთხვევები კი 3500 აჭარბებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ვირუსი ქვეყნის თითქმის ყველა პროვინციაში დაფიქსირდა. სფეროს ექსპერტები შიშობენ, რომ გარდაცვალებისა და ნფიცირების შემთხვევების რეალური მაჩვენებლები შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

კორონავირუსის გამო, ყველა პროვონციის დიდ ქალაქში გაუქმდა პარასკევის ლოცვები.

გარდა ამისა, ირანის ხელისუფლებამ რეკომენდასცია გასცა, მოსახლეობამ თავი შეიკავოს ნაღდი ანგარიშსწორებისგან, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის ფულით გავრცელების საშიშროება.

რეგიონში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ოფიციალური პალესტინის გადაწყვეტილებით დაიკეტება ეკლესია ქალაქ ბეთლემში, სადაც ქრისტიანების რწმენით, იესო ქრისტე იშვა.

ახლო აღმოსავლეთში 3800-მდე ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა ირანთანაა დაკავაშირებული.

ვირუსის გავრცელების გამო, ახლო აღმოსავლეთის რელიგიურ დაწესებულებებში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა. საუდის არაბეთმა, მექაში პილიგრიმების ჩასვლა აკრძალა, სადაც ტრადციულად, ყოველ წელს მილიონობით ადამიანი ჩადის.

კოვიდ-19 ის შედეგად, 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჩინეთში. ათობით ათასი კი ინიფიცრებულია.

ვირუსი ამ ეტაპზე მოფლიოს 60- ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

XS
SM
MD
LG