ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის საელჩოში ირანელი სტუდენტები შეიჭრნენ


ბრიტანეთის საელჩოში ირანელი სტუდენტები შეიჭრნენ
ბრიტანეთის საელჩოში ირანელი სტუდენტები შეიჭრნენ

თეირანში მდებარე ბრიტანეთის საელჩოში ირანელი სტუდენტები შეიჭრნენ. ისინი ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობის გამო ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპროტესტებენ.

საელჩოში შეჭრილმა ხალხმა ფანჯრის მინები ჩაამტვრია. მათ ასევე მიმოფანტეს საელჩოს დოკუმენტები, დააზიანეს დედოფალი ელისაბედის პორტრეტი და ბრიტანეთის დროშა ირანის დროშით შეცვალეს.

საელჩოს გარეთ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები „სიკვდილი ბრიტანეთს“ ლოზუნგებითა და შეძახილებით საელჩოში შეჭრილ სტუდენტებს აქეზებდნენ.

გასულ კვირას ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ირანის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთობას ამერიკისა და კანადის მსგავსად მთლიანად წყვეტდა.

საპასუხოდ ირანის უზენაესმა საკონსტიტუციო ორგანომ, მფარველთა საბჭომ, ბრიტანეთის ელჩი ქვეყნიდან გაიწვია და ეკონომიკური ურთიერთობების მინიმუმამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG