ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ამერიკის ავიამშენებელმა „ბოინგმა“ გამოაცხადა, რომ 30 „737 მაქს“ მოდელის თვითმფრინავს ირანის „ასემანის ავიახაზებს“ მიჰყიდის. გარიგების ღირებულება 3 მილიარდი დოლარია.

ეს გაყიდვა „ბოინგისთვის“ ირანთან მეორე გარიგებაა, რაც 2015 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ბირთვულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ გახდა შესაძლებელი. სანქციების შერბილების შემდეგ „ბოინგმა“ „ირან ეარს“ 16.6 მილიარდი დოლარის ღირებულების 80 თვითმფრინავი მიჰყიდა.

„ასემანის ავიახაზები“ თვითმფრინავების მიღებას 2022 წლიდან დაიწყებს, თუმცა გარიგება შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

ბოინგი აცხადებს, რომ ამ გარიგების შედეგად 18 ათას სამუშაო ადგილს შექმნის ან შეინარჩუნებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG