ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ირანში


აფეთქება ირანში

ირანის ნახევრადოფიციალური სააგენტო „მეჰრის“ ინფორმაციით აფეთქება მოხდა ირანის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე, იმ დროს როცა იქ ირანის პრეზიდენტი სტუმრობდა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ახალი ამბების სააგენტო „ფარსი“ იუწყება, რომ პრეზიდენტი არ დაშავებულა. აფეთქება ირანის სამხრეთში, ქალაქ აბადანში მოხდა. ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა ტელევიზიით მოსახლეობას მიმართა. გავრცელებული ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

XS
SM
MD
LG