ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტებში ქალთა რაოდენობა იზრდება


პარლამენტთაშორისი კავშირის ინფორმაციით, მსოფლიოში დღეს უფრო მეტი ქალი პარლამენტარია, ვიდრე მანამდე. ახალი ანგარიშით, რომელიც კავშირმა გამოაქვეყნა, ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში ქალთა რაოდენობა 1995 წლის შემდეგ მზარდია.

თავდაპირველად, ქალების რაოდენობა პარლამენტებში მთლიანად 11 პროცენტს შეადგენდა, ახლა კი მათი რაოდენობა გაორმაგებულია. კავშირის პრეზიდენტი, მარტინ ჩუნგონგი აზუსტებს, რომ რეიტინგებში ბოლო პერიოდში ძალიან წაიწია წინ აშშ-მ და 137-ე ადგილიდან 79-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. ჩუნგონგის თქმით, აღსანიშნავია ამერიკის კონგრესში მუსლიმი, ინდიელი ქალების არჩევაც.

წინა წლების მსგავსად, აფრიკის კონტინენტზე რუანდა წამყვან ადგილზეა ქალთა წარმომადგენლობის მხრივ. აქვე, ათეულში შედიან ნამიბია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

ანგარიშის დასკვნით, ამერიკის კონტინენტები სხვა ქვეყნებს წინ უსწრებენ პარლამენტებში ქალთა მონაწილეობის კუთხით. ყველაზე მცირე რაოდენობა, კი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კონტინენტზე, ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიფოებში ფიქსირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG