ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინებში დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება


"ჰაიანი" იყო ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხალი, რომელიც ოდესმე ხმელეთის ზედაპირამდე დაშვებულა

ფილიპინებზე ტაიფუნ "ჰაიანის" მსხვერპლთა რიცხვმა 5,200-ს გადააჭარბა და ოფიციალური პირების ცნობით, 1,600 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდაა დაკარგული.

ბოლო ციფრები ფილიპინების ხელისუფლებამ დღეს გამოაქვეყნა, ორი კვირის შემდეგ, რაც „ჰაიანმა“ მთელი სოფლები გაასწორა მიწასთან. ეს იყო ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხალი, რომელიც ოდესმე ხმელეთის ზედაპირამდე დაშვებულა.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციებიდან შემოსული ინფორმაციის გათვალისწინებით, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.
XS
SM
MD
LG