ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი დიპლომატი: აგვისტოს ომის შედეგები მოქნილი დიპლომატიით დაიძლევა


პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა რუსეთთან ურთიერთობისას მეტ თავისუფლებას მისცემს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:45 0:00
ბმული

რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებსა და დღევანდელ რეალობაზე ორმხრივ ურთიერთობებში ამერიკის ხმის უკრაინულ რედაქციას აშშ ყოფილი ელწი უკრაინაშ, ამჟამად ბრუკინგსის ინსტიტუტის იარაღის კონტროლის ინიციატივის ხელმძღვანელი სტივენ პაიფერი ესაუბრა.

ამერიკის ხმა: რა ისწავლეს საბჭოთა კავშირის ყოფილმა, პატარა სახელმწიფოებმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ?

"აშკარაა, რომ რუსეთს სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეინარჩუნოს პრივილეგირებული ინტერესების სფერო, როგორც ეს 5 წლის წინ პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა. რუსეთში არსებობს მოლოდინი იმისა, რომ როცა მეზობელი სახელმწიფოები საგარეო პოლიტიკის მთავარ საკითხებს წყვეტენ, ისინი რუსეთის ინტერესებსა და პოზიციებს მხედველობაში მიიღებენ. ეს, რათქმა უნდა არის ის, რაც რუსეთს სურს. მაგრამ არსებობს განსხვავებული ხედვაც: დასავლეთი ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიქვამს და ფიქრობს, რომ ამ ქვეყნებმა დამოუკიდებლად უნდა განსაზღვრონ საკუთარი ბედი.
იმისათვის, რომ განვსაზღვროთ-შეიცვლება თუ არა ყოფილი რესპუბლიკების დამოკიდებულება რუსეთთან საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, ვფიქრობ, რომ აგვისტოს ომის გაკვეთილების გაცნობიერება ამაში ხელს არ შეგვიწყობს, რადგან რუსეთთან ყველა ქვეყანას საკუთარი დამოკიდებულება და ხედვა აქვს. რაც შეეხება ომს: თუ 2008 წლის აგვისტოს გავიხსენებთ, რუსეთი ამ დროს არაფერს აკეთებდა რომ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოქმედებები და ქართულ სოფლებზე თავდასხმები აღეკვეთა. სამხედრო კონფლიქტი შესაძლოა მომავალში განვითარებულიყო, თუმცა მგონია, რომ საქართველოს მთავრობამ არასწორი გათვლა გააკეთა, როცა ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო ცხინვალის ასაღებად. ეს ქმედება იყო ომის დაწყების უშუალო მიზეზი. პრეზიდენტი სააკაშვილი ამ არასწორ გათვლაზე რომ არ წასულიყო, ამ ომს--რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის მაინც რომელიღაც მომენტში მოხდებოდა, აგვისტოში ავიცილებდით თავიდან. რუსები მზად იყვნენ ამ კონფლიქტისთვის. თუმცა პასუხისმგებლობა ომზე ორივე მხარემ უნდა იკისროს.

შესაბამისად, გავიმეორებ, რომ ყველა ყოფილმა რესპუბლიკამ საკუთარი გზა უნდა გამონახოს რუსეთთან ურთიერთობისათვის. ყველა ეს ქვეყანა რუსეთის მეზობელია, მათ ასე-თუ ისე მოუწევთ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებაც. უკრაინის მაგალითზე გეტყვით, რომ ამ ქვეყანას ახლო კავშირი აქვს დასავლეთთან, და რუსეთთან ურთეირთობაში მას მანევრირებისთვის უფრო მეტი ადგილი აქვს. დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა ყველა პოსტ საბჭოთა ქვეყნის უნარს გააძლიერებს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩიოს და სწორი ბალანსის დამყარებით ურთიერთობა გააგრძელოს რუსეთთან."

კითხვაზე, თუ რამდენად შეძლებს საქართველო რუსეთის მეგობარ მეზობლად გახდომას, ან რა დაუჯდება მას ასეთი მეგობრობა, პაიფერი ამბობს:

"ჩვენ ვხედავთ ინდიკაციას, რომ ორივე მხარეს სურს 2008 წლის მოვლენების შეფასებები და რიტორიკა გადალახონ. თუმცა არის დიდი წინაღობებიც, კერძოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები. საინტერესო იქნება ვნახოთ, თუ როგორ გამონახავენ საერთო პოზიციებს ეს ქვეყნები ამ საკითხში, დაივიწყებენ ისინი განსხვავებულ მიდგომებს ამ ორ რეგიონთან მიმართებაში და ნორმალიზაციისკენ აიღებენ სვლას? არ ვიცი. გამოწვევაც სწორედ ეს არის. შეუძლებელი არაფერია, თუმცა არც ადვილია ის, რომ სურვილი ორივე მხარეს გამოინახოს. უფრო მეტად კი შემოქმედებითი მიდგომა და მოქნილი დიპლომატია გახდება საჭირო რათა მხარეებმა რთული გზა გაიარონ."
XS
SM
MD
LG