ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილი: ექსტრადიციის შემთხვევაში ჩუმად არ ვიქნები


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი

5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირველი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ცნო დამნაშავედ.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. მას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "ამერიკის ხმა" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "სკაიპით" ესაუბრა.

ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. რას ფიქრობთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თქვენთვის თავისუფლების 3 წლით აღკვეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?

ყველას ესმის, რომ ამ გადაწყვეტილებას ლეგალური საფუძველი არ

უკრაინაში ოპოზიციაში წასვლამდე, უკრაინის პროკურატურა ამბობდა, რომ ჩემს წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ახლა კი მათ მუსიკა შეცვალეს.
მიხეილ სააკაშვილი

აქვს. არასოდეს არავის გაუსამართლებია ყოფილი პრეზიდენტი იმისთვის, რომ მან შეწყალების უფლება გამოიყენა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. თუმცა, მიმაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უფრო ფართო გავლენა აქვს. ეს უკრაინელი და ქართველი ოლიგარქების ერთობლივი ძალისხმევაა. პრეზიდენტი პოროშენკო, რომელსაც მე მის მთავარ პრობლემად მივაჩნივარ, გასულ ზაფხულს საქართველოში ჩავიდა და მან [საქართველოს მთავრობას] სთხოვა ჩემს წინააღმდეგ დაწყებული საქმეები დაეჩქარებინათ. სწორედ მაშინ მოიფიქრეს ეს საქმე. ჩემი გასამართლების შემდეგ მალევე, უკრაინამ განაცხადა, რომ ეს განაჩენი შესაძლოა ჩემი ექსტრადირების საფუძველი იყოს. უკრაინაში ოპოზიციაში წასვლამდე, უკრაინის პროკურატურა ამბობდა, რომ ჩემს წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ახლა კი მათ მუსიკა შეცვალეს. ასევე საინტერესოა, რომ ამ ყველაფერს ვლადიმირ პუტინიც ხელს უწყობს. დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ჩემი სახელი, სულ ცოტა, 12-ჯერ ახსენა და უკრაინის და საქართველოს მთავრობას ჩემი შევიწროებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის გასამართლება მის მიერ შეწყალების გამოყენების გამო არსად არ არის შესაძლებელი მთელს მსოფლიოში.
მიხეილ სააკაშვილი

თქვენი აზრით, რას უკავშირდება თქვენს განსასჯელად კონკრეტულად ამ საქმის გამოყენება?

პრეზიდენტის გასამართლება მის მიერ შეწყალების გამოყენების გამო არსად არ არის შესაძლებელი მთელს მსოფლიოში. მათ მე 133 სამხედროს შეწყალებისთვის გამასამართლეს. ამ ბრალდებას არანაირი ლეგალური საფუძველი არ აქვს. მათ ჩემი უკრაინიდან გაძევება ახლა სურთ. რა არ ეძებეს - საბანკო ანგარიშები, რომლებიც არ მაქვს; ოფშორული კომპანიები, რომლებიც არ მაქვს; საკუთრება, რომელიც არ მაქვს. მე ყოფილი პოსტ-საბჭოთა პრეზიდენტი ვარ, რომელსაც არაფერი აქვს ისეთი, რითაც მას კორუფციაში დაადანაშაულებდნენ. სწორედ ამიტომ მოიგონეს ეს სასაცილო მუხლი საპრეზიდენტო შეწყალებასთან დაკავშირებით. იგივე მუხლით მსოფლიოში ყველა პრეზიდენტის გასამართლება შეიძლება.

თუმცა, ერთ-ერთი არგუმენტი რომელიც პროკურატურას აქვს, არის არა ის, რომ თქვენ შეწყალების უფლება გამოიყენეთ, არამედ ის, რომ შეწყალებას რაღაცის სანაცვლოდ დაჰპირდით. ეს ასე იყო?

თუ საქართველოში ჩემი ექსტრადიცია მოხდა, ყველას მოვუწოდებ ივანიშვილის მთავრობის მოშორებისკენ. მე ამას გავაკეთებ.
მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებას არაფერი ზღუდავს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო. მაგრამ ასეც რომ მომხდარიყო, ეს დანაშაული მაინც არ იქნებოდა. ეს ერთ-ერთი იმ მცირეოდენი უფლებათაგანია, რომლიც შეუზღუდავად აქვს ნებისიერ პრეზიდენტს მთელს მსოფლიოში.

უკრაინის პროკურატურამ განცხადება გააკეთა, რომ თბილისის სასამართლოს განაჩენი შეიძლება განიხილოს როგორც თქვენი საქართველოში ექსტრადიციის საფუძველი. როგორ ფიქრობთ, საქართველო მოითხოვს თქვენს ექსტრადიციას?

მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო ოდესაში მოსახლეობას ხვდებიან, 30 მაისი, 2015
მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო ოდესაში მოსახლეობას ხვდებიან, 30 მაისი, 2015

პეტრო პოროშენკო ქართველ ოლიგარქ ივანიშვილთან ერთადერთი მიზნით ჩავიდა. ეს მე ვიყავი. მათ გადაწყვიტეს ორი ქვეყნის სამართალდამცველებს პარალელურად ემუშავათ. ამ ვიზიტის შემდეგ პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამომართვა მაშინ, როცა მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ივანიშვილი თავს იკავებს საქართველოში ჩამიყვანოს. ეს იმიტომ, რომ [იცის] საკანში ჩუმად არ ვიჯდები და 20 წელი იქ არ გავიხრწნები. ღვთის გულისათვის, მე ხომ თანამედროვე საქართველოს ფუძემდებელი ვარ. საქართველოს მოსახლეობაში, სამართალდამცავებში და შეიარაღებულ ძალებში დიდი მხარდაჭერა მაქვს. თუ საქართველოში ჩემი ექსტრადიცია მოხდა, ყველას მოვუწოდებ ივანიშვილის მთავრობის მოშორებისკენ. მე ამას გავაკეთებ.

ამას ღიად ვამბობ. ყველაფერს მშვიდობიანად გავაკეთებ, მაგრამ გავაკეთებ. მათ არ მივცემ უფლებას ვლადიმირ პუტინის სურვილი შეასრულონ და მე საქართველოს ციხეების ადმინისტრაციამ და საქართველოს სამართალდამცავებმა დამსაჯონ. ჩუმად დაჯდომას არ ვაპირებ. მე რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ვარ, რომელზეც პუტინი უწყვეტად საუბრობს. მე მას ამ სჩუქარს არ გავუკეთებ.

იმ ყველაფრის ფონზე რაც დღეს ხდება, ამდენი წლის შემდეგ, ნანობთ თუ არა შეწყალების გამოყენებას?

შეწყალების პროცესი ასე მუშაობს - შეწყალების კომისია ამზადებს სიას და პრეზიდენტი მას ხელს აწერს. ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, მხოლოდ ერთი საქმე იყო ისეთი, რომლის დროსაც ადამიანი კომისიასთან კონსულტაციის გარეშე შევიწყალე. ეს არასრულწლოვანი იყო და განხილვებისთვის ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ეს ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს მოხდა. სხვა დროს [სიას] ყოველთვის კომისია ამზადებდა, რომელსაც საკმარისი შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმები ჰქონდა შიგნით. მე მათ გადაწყვეტილებებში ეჭვი არასდროს შემიტანია.

შეწყალების უფლება შეზღუდული არსად არ არის, მათ შორის, არც საქართველოში. ეს პირადად ჩემთან არანაირ კავშირში არ არის. საქმე ინსტიტუტებს ეხება. ვნანობ ინსტიტუტების შექმნას? არა. იმას ვფიქრობ თუ არა, რომ ეს ინსტიტუტები ზოგჯერ შეცდომებს უშვებდა? რა თქმა უნდა. შეცდომები ბევრი იყო, მაგრამ ინსტიტუტები ყოველთვის წარმატებული იქნება.

ის, რაც დღეს ხდება ინსტიტუციების იდეის, კანონის უზენაესობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგი აუცილებლად მოჰყვება. ეს ადამიანები პასუხს აგებენ და სამართალს ვერ გაექცევიან. ამ გადაწყვეტილებით მათ, ფაქტობრივად, მათსავე წინააღმდეგ მომავალი სასამართლო საქმეების საფუძველი შექმნეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG