ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლინეუსი: საქართველოს ეკონომიკა ოპტიმისტურ ტრაექტორიაზეა


სებასტიან მოლენიუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. ამ 28 წლის განმავლობაში ბანკმა საქართველოში 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტები განახორციელა. როგორია დღეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგნოზი? რამ გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება? როგორ თანამშრომლობს ბანკი ქვეყანასთან? ამ თემებზე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლენიუსს ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო სებასტიან, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. რას სახის პროგრამებს ახორციელებს მსოფლიო ბანკი საქართველოში?

პირველ რიგში, მადლობა ინტერვიუზე რომ მომიწვიეთ. იმის ხაზგასმით დავიწყებ საუბარს, თუ რამხელა პროგრესს მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულის მანძილზე სიღარიბესთან ბრძოლაში მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციების დახმარებით, რაც მსოფლიო ბანკის მთავარი მიზანია. ჩვენ სიღარიბე თითქმის გავანახევრეთ. 2007 წლისთვის სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 40 პროცენტი იყო და დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით, 20 პროცენტია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა.

ჩვენ სიღარიბე თითქმის გავანახევრეთ. 2007 წლისთვის სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 40 პროცენტი იყო და დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით, 20 პროცენტია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა.

თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდე, ზოგიერთი პროექტი, რომელმაც ჩემი აზრით, კარგი შედეგები გვაჩვენა სოფლის განვითარების პროექტებია. მაგალითად კახეთი რომ ავიღოთ, ინვესტიცია ჩავდეთ საბაზისო ინფრასტრუქტურაში, რამაც თავის მხრივ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყო ხელი, რამაც მეორეს მხრივ რეგიონში სამუშაო ადგილები შექმნა. ბანკის დახმარებით ამ პროექტის განხორციელებით მთავრობა უნდა ამაყობდეს.

ასევე, ვფიქრობ, ზოგიერთი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ჩვენი დახმარებით აშენდა, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი ისეთი პროექტია, რომელიც უნდა დავასახელოთ. მსოფლიო ბანკმა თბილისი-რიკოთის მონაკვეთი დააფინანსა. ვფიქრობ, ამ მაგისტრალით საქართველოს ხაზი გაესვა, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრს.

ბანკი საქართველოში 28 წელია საქმიანობს. ამ წლების მანძილზე პროგრესის დანახვა რთული არ არის. თუმცა, საქართველოს ჯერ ისევ გამოწვევები აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.8 მილიარდიდან 1.2 მილიარდამდე შემცირდა. რა პროგნოზს აკეთებს ბანკი 2020 წელს ინვესტიციების მოძიების მხრივ?

ეს კარგი შეკითხვაა. ვიცი ეს თემა ქართულ მედიაში ამ ბოლო დროს აქტუალურია. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ცოტა უკან წავიდე. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ დაახლოებით 8.5 პროცენტია. აქ უნდა დავამატო, რომ სხვა მსგავსი საშუალო ან ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 2.5 პროცენტია. ვფიქრობ, ეს ძლიერი მაჩვენებელია და საქართველოს, როგორც ბიზნესისადმი კეთილგანწყობილ გარემოს ისე წარმოაჩენს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ცოტათი შემცირდა 2018-ის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში. ეს ძირითადად ერთ ან ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება. ერთი ისაა, რომ დამთავრდა რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. 2020 წლისთვის ინვესტიციების გაზრდის და ნორმალურ დონეზე დაბრუნების პროგნოზს ვაკეთებთ.

თქვენ მართალი ხართ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ცოტათი შემცირდა 2018-ის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში. ეს ძირითადად ერთ ან ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება. ერთ ისაა, რომ დამთავრდა რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. 2020 წლისთვის ინვესტიციების გაზრდის და ნორმალურ დონეზე დაბრუნების პროგნოზს ვაკეთებთ.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ინვესტიციების თემა მედიაში აქტიურად განიხილება ისაა, რომ ადამიანები შეშფოთებას გამოხატავენ საინვესტიციო გარემოზე. ინვესტორები თავს იკავებენ საქართველოში ინვესტიციების ჩატანისგან?

ჩემთვის რთულია ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებიც შემოდის, ძირითადად, ბაზრის მოძიებისა და რესურსების სექტორში იდება, რაც თავის მხრივ, ისე არ ქმნის იმდენ სამუშაო ადგილს, როგორც ამას კომპანიებისთვის ექსპორტის შესაძლებლობების შექმნა აკეთებს. ერთი პასუხი ამაზე ისაა, რომ „აწარმოე საქართველოში“ ამჟამად მუშაობს ინვესტიციების პრომოუშენის ახალ სტრატეგიაზე, რომელიც ჩვენი აზრით, გამოასწორებს ამ მდგომარეობას.

თქვენი მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 11 პროცენტზე ცოტა მაღალია. ეს საკმაოდ მაღალი რიცხვია. რომ ავიღოთ ეს მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი და ამასთან, ასევე თქვენი ინფორმაციით, ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში, მაგალითად, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაში ხელფასები იზრდება. მეორეს მხრივ კი ისეთ სექტორში, რომელშიც მთავრობა დიდ ინვესტიციებს დებს, ხელფასები მცირდება. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, ხელფასები დაახლოებით 8 პროცენტით შემცირდა. როგორ ხსნით ამას -- რა ხდება და რის გაკეთება შეიძლება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

ესეც კარგი შეკითხვაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ ზრდამ არ მოიტანა მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილები, რისი სურვილიც გვქონდა. ჩვენი 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებელი 11.1 პროცენტია. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი ძალიან მცირე ხელფასს გამოიმუშავებს. მაგალითად, უმუშევრობის 40 პროცენტი სოფლის მეურნეობაზე მოდის. ეს სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ სოფლის მეურნეობის დიდი ნაწილი ფერმერის ოჯახის რჩენით შემოიფარგლება, რა შემთხვევაშიც შემოსავალი და ხელფასი არ არის სასურველ დონეზე.

ქართველების, დაახლოებით, 40 პროცენტი 20 ან მეტ საათს მუშაობს კვირაში. ეს კი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალო მაჩვენებლებზე დაბალია, დაახლოებით, 60 პროცენტია.

კიდევ ერთი, საინტერესო ასპექტი ისაა, რომ ქართველების, დაახლოებით, 40 პროცენტი 20 ან მეტ საათს მუშაობს კვირაში. ეს კი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალო მაჩვენებლებზე დაბალია, დაახლოებით, 60 პროცენტია. ცხადია, რომ როცა საქმე ეხება სამუშაო ადგილების ხარისხს და საკმარისი შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობას, ვფიქრობ, მდგომარეობა დასახვეწია.

ჩემი აზრით, ამ საკითხის გამოსწორება ერთის მხრივ სიღარიბის დაძლევის ჩვენს მისიას უკავშირდება. სიღარიბიდან გამოსასვლელი ყველაზე პირდაპირი გზა სამუშაო ადგილებისა და რეგულარული შემოსავლის შექმნაა. სამუშაო ადგილების და შემოსავლის 90 პროცენტს კერძო სექტორი ქმნის. ეს აჩენს კითხვას, თუ როგორ უნდა შეაქმნევინო კერძო სექტორს სამუშაო ადგილები. ამ თემაზე ბევრი კვლევა ჩავატარეთ და მივედით დასკვნამდე, რომ ამის გაკეთება სწრაფად მზარდ კომპანიებს შეუძლია და არა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, როგორც ეს ბევრს ჰგონია. დიდი, საშუალო, პატარა, არ აქვს მნიშვნელობა, სამუშაო ადგილებს სწრაფად მზარდი ბიზნესები ქმნის. შემდეგი კითხვა ისაა, თუ როგორ უნდა შექმნა ასეთი ბიზნესები? ამისთვის მნიშვნელოვანია დაფინანსებასა და ბაზრებზე წვდომა და სამეწარმეო განათლება. ამაში კლასიკური ბუღალტრული განათლება არ იგულისხმება, არამედ, იმ უნარ-ჩვევებში გაწვრთნა, რომლებიც ბიზნესისთვის მიზნების დასახვას, გეგმის შედგენას, თუ სამეწარმეო შესაძლებლობების ამოცნობას მოემსახურება.

ეს ერთის მხრივ განათლების თემასაც უკავშირდება, მაგრამ სანამ განათლებაზე გადავალ, ინფლაციაზე მინდა გკითხოთ. საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია, ჰიპერინფლაციის პერიოდს თუ არ ჩავთვლით. ბანკი თანამშრომლობს მთავრობასთან ამ პრობლემის გამოსასწორებლად? რის გაკეთება შეიძლება ლარის გასამყარებლად?

მართალი ხართ, 2019 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია დაახლოებით 7 პროცენტით გაიზარდა. ეს დიდწილად ლარის გაცვლით კურსს უკავშირდებოდა, რაც თავის მხრივ საქართველოში რუსეთიდან ფრენების გაუქმებამ გამოიწვია. ეს იყო შოკი გარედან. უნდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკის მიერ პოლიტიკის შეცვლა და გადადგმული ნაბიჯები მოსალოდნელი და აბსოლუტურად სათანადო იყო. მნიშვნელოვანია, რომ ამას შედეგი 2020 წელს უკვე აქვს და ინფლაცია ახლა 6.4 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ ეს შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

საქართველო მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც საკუთარ მეზობლებსა და გარე ძალებზეა დამოკიდებული და ყოველთვის ექნება მიდრეკილება მსგავსი ეკონომიკური შოკებისადმი. კარგი ამბავი ისაა, რომ მუშავდება პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა მათგან უნდა დაიცვას. ამ პროცესს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა აქვს.

საქართველო მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც საკუთარ მეზობლებსა და გარე ძალებზეა დამოკიდებული და ყოველთვის ექნება მიდრეკილება მსგავსი ეკონომიკური შოკებისადმი. კარგი ამბავი ისაა, რომ მუშავდება პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა მათგან უნდა დაიცვას. ამ პროცესს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა აქვს და მასში საერთაშორისო სავალუტო ფონდია ჩართული, რომელიც ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობს.

მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამ სექტორის განვითარებაში თქვენც ჩართული ხართ. საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გაკეთებული. თუმცა სწორედ ამ სექტორში ხელფასები მცირდება, უმუშევრობა იზრდება და ზრდა არ შეიმჩნევა. რა არის სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში? და რა ხდება, რატომ არ იზრდება ეს სექტორი?

დღეს სოფლის მეურნეობაზე დასაქმების წილი დაახლოებით 40 პროცენტია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8 პროცენტს ქმნის. 10 წლის წინ ეს მონაცემი, დაახლოებით, 10 პროცენტი იყო. ეს არის სექტორი, რომელიც უნდა დაიხვეწოს და რომელსაც გამოწვევები აქვს. მართალი ხართ, ეს არის სექტორი, რომელშიც რამდენიმე ინსტიტუტის მიერ დიდძალი ინვესტიციები ჩაიდო. ვფიქრობ, რომ ამ საკითხს უფრო სისტემური მიდგომა სჭირდება. წარსულში გაწეული ძალისხმევა ფრაგმენტირებული იყო. საჭიროა კონცეფციის შემუშავება, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს. ამისთვის კი დიდი მნიშვნელობა ექნება ფინანსებზე, ბაზრებზე, ტრეინინგებზე წვდომას. ასევე, ინოვაციური მიდგომების შემუშავებას, კრიტიკული მნიშვნელობა ექნება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

ახლა განათლებას რომ დავუბრუნდეთ... ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და რომელზეც საქართველოს ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტია დამოკიდებული. სინამდვილეში, რთულია გააზვიადო კარგი განათლების სისტემის ქონის მნიშვნელობა. რა პროგრამებზე მუშაობს ბანკი საქართველოში განათლების დონის ასამაღლებლად და როგორია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა საქართველოში კვალიფიციური მუშახელის შესაქმნელად?

მიუხედავად ყველა იმ განსხვავებისა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში არსებობს, ყველა თანხმდება იმაზე, რომ სურთ ღია და კეთილგანწყობილი გარემო ინვესტორებისთვის, მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, განათლების რეფორმის გატარება დავის თემა არ არის. თუ ერთ ნაბიჯს უკან გადავდგამთ და ისე შევხედავთ სიტუაციას, ვნახავთ, რომ გამაერთიანებელი ფაქტორი უფრო მეტია, ვიდრე დამყოფი.

სტუდენტების შეფასების საერთაშორისო პროგრამის, ადამიანური კაპიტალის ინდექსის და სხვა მაჩვენებლების თანახმად, ვხედავთ, რომ განათლებაზე წვდომა საქართველოში პრობლემა არ არის. პრობლემას განათლების ხარისხი წარმოადგენს. ვფიქრობ ამ მიმართულებით ბევრის გაკეთება შეიძლება. ამიტომ ძალიან მახარებს ახალი პროექტი, რომელზეც 100 მილიონია გამოყოფილი საქართველოში განათლების სისტემის დასახვეწად. ის ყურადღებას ამახვილებს ადრეულ ასაკში ბავშვების განათლებაზე. კვლევების თანახმად, ადრეულ განათლებას ძალიან ბევრი დადებითი შედეგი მოაქვს. თუმცა, აქ არ ვჩერდებით და დაწყებით, საშუალო და უმაღლესი განათლების გაუმჯობესებაზეც ვიმუშავებთ. ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით ასევე ვგეგმავთ ვიმუშაოთ პროფესიულ განათლებაზეც. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე ვიმუშავებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სკოლების შენობების განახლებაზე და ასევე მასწავლებლების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებაზე და მათთვის ისეთი სასწავლო პროგრამების შემუშავებაში დახმარებაზე, რომლებიც ბავშვების განათლებაზე დიდ გავლენას მოახდენს. ეს საქართველოს დაეხმარება საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნის მახეს თავი დააღწიოს.

არსებობს თუ არა ქვეყნის ვალისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ჯანსაღი თანაფარდობა? რა არის საქართველოს ვალი და არის თუ არა ეს ქვეყნისთვის მდგრადი ტრაექტორია?

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 42 პროცენტია. ეს 7.2 მილიარდი დოლარია. ევროკავშირის მოთხოვნებს რომ შეხედოთ, ვალის მაქსიმალური წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტია. ანუ საქართველო ამ მხრივ კარგ მდგომარეობაშია. თუმცა ვალისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ჯანსაღ თანაფარდობას ბევრი რისკი და სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორი განსაზღვრავს. ცოტა ხნის წინ, ჩვენ ძირეულად შევისწავლეთ საქართველოს ვალის მდგრადობა და ამ მოკვლევაზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის ვალი ამ ეტაპზე მდგრად ნიშნულზეა.

თქვენი მოსმენა იმედისმომცემია. შეიძლება იმის გამო, რომ ეკონომიკური მაჩვნებლები - ციფრებში კარგად გამოუყურება. თუმცა, ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულია შეხედულება, რომ ეკონომიკა არ ვითარდება. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

ეს კითხვა ძალიან მომწონს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმუშავია. საქართველო ძალიან მომწონს და მის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. საქართველოში ვხედავ ქვეყანას, რომლსაც კერძო სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის მოდელი აქვს. მიუხედავად ყველა იმ განსხვავებისა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში არსებობს, ყველა თანხმდება იმაზე, რომ სურთ ღია და კეთილგანწყობილი გარემო ინვესტორებისთვის, მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, განათლების რეფორმის გატარება დავის თემა არ არის. თუ ერთ ნაბიჯს უკან გადავდგამთ და ისე შევხედავთ სიტუაციას, ვნახავთ, რომ გამაერთიანებელი ფაქტორი უფრო მეტია, ვიდრე დამყოფი. საქართველოში როცა ცხოვრობ ამას კარგად ხედავ. პროგნოზები ასეთია, ზრდის მაჩვენებელი 5.2 პროცენტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 8.2 პროცენტი, რაც სხვა ქვეყნებში 2.5 პროცენტია. წინა მთავრობების და ახლანდელი მთავრობის მიერ ეკონომიკური რეფორმებისადმი ერთგულება ქვეყნისთვის დადებითი რამაა. ვფიქრობ, რომ ზრდა გაგრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG