ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი რუსეთს უახლოვდება, ნატოს ერთობას კი საფრთხეს უქმნის


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს უმასპინძლა. 13 ნოემბერი, 2019 წელი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს უმასპინძლა. 13 ნოემბერი, 2019 წელი

თურქეთი რუსეთს უახლოვდება და ნატოს ერთობას საფრთხის ქვეშ აყენებს. ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა ისეთი დაძაბული, როგორიც დღესაა, არასოდეს ყოფილა. პრეზიდენტ ერდოღანის თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის რთული ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი უფრო ნათლად გამოიკვეთა. ლიზელ ჰინცს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკლევარს და პროფესორს ამერიკა-თურქეთის და თურქრთ-რუსეთის ურთიერთობის დეტალებზე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ლიზელ, მადლობა ინტერვიუსთვის. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდა და თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა. რა იყო ამ შეხვედრის მთავარი მიზანი?

ლიზელ ჰინცი, ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტი
ლიზელ ჰინცი, ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტი

ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იმ უთანხმოებებზე საუბარი იყო, რომლებიც სირიაში თურქეთის მოქმედებების შემდეგ გაჩნდა ვაშინგტონსა და ანკარას შორის. ვიტყოდი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დღეს ყველაზე დაძაბულია და ეს საკმაოდ დიდი ამბავია, მათ შორის ურთიერთობა არაერთხელ ყოფილა ძალიან დაძაბული. მაგალითად, 1974 წელს, ამერიკამ თურქეთს სანქციები დაუწესა კვიპროსში შეჭრის გამო, 2003 წელს იყო დიდი უთანხმოება ერაყის ომთან დაკავშირებით... სირიაში თურქეთის მოქმედებამ უდიდესი უარყოფითი ტალღა გააჩინა თურქეთის მიმართ, განსაკუთრებით კონგრესში.

მეორე საკითხი ისაა, რომ ამერიკას სურს თურქეთი დაიყოლიოს უარი თქვას რუსულ ეს-400-ებზე. შეხვედრის შემდეგ, ერდოღანმა განცხადება გააკეთა, სადაც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს მცდელობა აბსოლუტურად წარუმატებელი იყო. ეს კი ის თემაა, რომელზეც ამერიკაში ადმინისტრაცია და კონგრესი ერთხმად თანხმდებიან. არავის სურს თურქეთს ჰქონდეს რუსული რაკეტები, რომლებიც ამერიკული ეფ-35-ების პროგრამას საფრთხეს შეუქმნის. ამასთან, თურქეთის ეს ნაბიჯი იმასაც ნიშნავს, რომ ანკარა რუსეთს უახლოვდება.

S400 ტიპის რუსული სარაკეტო სისტემა
S400 ტიპის რუსული სარაკეტო სისტემა

არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთმა უარი თქვას უკვე ნაყიდ ეს-400-ზე ან მათი ინტეგრაცია არ მოახდინოს საკუთარი და ნატოს თავდაცვის სისტემაში?

მე ვერ ვხედავ სცენარს, რომელშიც თურქეთი ეს-400-ებზე უარს იტყვის. ერთი, რაც შეკავების თეორიებიდან ვიცით, ისაა, რომ თუ ქვეყანამ უკვე მიიღო რაღაც რაც სურდა, უკიდურესად რთულია მას უარი ათქმევინო ამ მიღწევაზე. ის ფაქტი, რომ ეს სისტემა რუსულია, ასევე ის, რომ თურქეთს რუსული ენერგო-რესურსები სჭირდება და სირიაში რუსეთის დახმარებაზეა დამოკიდებული, არ მგონია ეს 400-ებზე უარი თქვან.

შეიძლება მიღწეულ იქნას რაღაც სახის კომპრომისი მაგალითად რაკეტების ინტეგრაციაზე ან იმაზე, თუ სად იქნება ისინი განლაგებული, მაგრამ მათზე მთლიანად უარის თქვა გამორიცხულია.

აქ საინტერესო ისაა, რომ ამერიკამ ცუდი ხელი ითამაშა. ვაშინგტონს მთელი ამ დროის განმავლობაში ეგონა, რომ ეს-400-ები ბლეფი იყო. თურქეთი მსგავსი სისტემის ყიდვას ჩინეთიდანაც აპირებდა, მაგრამ ბოლო წუთს უარი თქვა. ამერიკაში ასევე ეგონათ, რომ თურქეთი ეს-400-ებით იმუქრებოდა იმისთვის, რომ ამერიკულ „პატრიოტების“ სარაკეტო სისტემაზე უკეთესი პირობები მიეღო. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ბლეფი არ იყო.

და პუტინიც აქტიურად მუშაობდა თურქეთთან...

პუტინი ამით დაინტერესებული იყო. მისი მხრიდან ეს უკიდურესად მომგებიანი სტრატეგია იყო იმისთვის, რომ დასავლურ ალიანსში ბზარი შეეტანა. თურქეთს ნატოდან ვერ გამოაგდებენ, მაგრამ თურქეთი არ იქცევა, როგორც კარგი მოკავშირე.

შეხვედრას რომ დავუბრუნდეთ, ვიცით, რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა? მათ გარკვეული დრო დახურულ კარს მიღმაც გაატარეს.

ზოგიერთი საკითხი, რომელიც არ ვიცით იყო თუ არა განხილული, ან როგორ იყო განხილული, ჰალკბანკის თემაა. ესაა ბანკი, რომელსაც ამერიკის სასამართლო ირანის სანქციების დარღვევაში სდებს ბრალს. შეხვედრის შინაარსზე ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა საინტერესოა ის, რომ დავინახეთ ტრამპის მხრიდან ერდოღანის მიმართ პატივისცემისა და სითბოს გამოხატვა. ისინი თითქოს ერთ კლუბში არიან - ძლიერი მმართველების კლუბში, რომელშიც, რა თქმა უნდა, პუტინიც შედის. ქურთების, სირიის, ამერიკა-თურქეთის ურთიერთობაზე ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, შეკითხვები დაისვა. ტრამპმა კიდევ ერთხელ, ძალიან უცნაურად დადებითად ისაუბრა თურქეთის როლზე სირიაში, რაც ადგილზე არსებულ ვითარებასთან თანხვედრაში არ არის.

ტრამპმა ოქტომბერშიც დადო სირიიდან ჯარის გამოყვანის პირობა, მაგრამ ამერიკელი სამხედრო პერსონალის ნაწილი სირიაში რჩება. ტრამპს ჰგონია, რომ ამერიკელები იქ ნავთობს იცავენ. შესაძლოა, ამას მისი გუნდის წევრები ეუბნებიან იმაში დასარწმუნებლად, რომ ამერიკამ სირია ბოლომდე არ დატოვოს. იქ დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი რჩება.


შეხვედრის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანამ პრეზიდენტი ტრამპი სირიიდან ჯარს გაიყვანდა, ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკელების დისლოკაციის ადგილზე სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავდა. ამერიკამ სამხედრო პერსონალი სირიიდან სწორედ ამიტომ გამოიყვანა. ეს თავდაყირა აყენებს ნარატივს, რომელიც აქამდე ვრცელდებოდა, რომ თურქეთი სირიაში იმიტომ შევიდა, რომ ამერიკამ ეს ტერიტორია დატოვა.

დეტალები ბოლომდე ცნობილი არ არის. პრეზიდენტი ტრამპი ერდოღანს ორჯერ ესაუბრა ტელეფონით სირიიდან ჯარის გამოყვანაზე. შარშან დეკემბერში, ამ საუბარის შემდეგ, თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა თანამდებობა დატოვა. ტრამპმა ოქტომბერშიც დადო სირიიდან ჯარის გამოყვანის პირობა, მაგრამ ამერიკელი სამხედრო პერსონალის ნაწილი სირიაში რჩება. ტრამპს ჰგონია, რომ ამერიკელები იქ ნავთობს იცავენ. შესაძლოა, ამას მისი გუნდის წევრები ეუბნებიან იმაში დასარწმუნებლად, რომ ამერიკამ სირია ბოლომდე არ დატოვოს. იქ დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი რჩება.

თქვენი აზრით, ერდოღანი სარგებლობს იმით, რომ შესაძლოა პრეზიდენტ ტრამპს სრული წარმოდგენა არ ჰქონდეს იმაზე, თუ რა ხდება სირიაში?

ვფიქრობ, სწორედ ეს ხდება. ერდოღანი ძალიან კარგი მომლაპარაკებელია. ის ტრამპს მიმზიდველ არჩევანს სთავაზობს. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, თუ ერდოღანმა ტრამპს შესთავაზა, რომ სირიიდან ამერიკული ჯარი გამოიყვანოს და სახლში დააბრუნოს და ადგილზე ისლამურ სახელმწიფოს თურქეთი მიხედავს - ეს ტრამპისთვის შეიძლება ძალიან მიმზიდველი შემოთავაზება იყოს, რადგან მას სირიაში არსებული უკიდურესად კომპლექსური სიტუაცია არ ესმის. ერდოღანი ასევე სარგებლობს იმით, რომ შეერთებულ შტატებში საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში უთანხმოებაა - ტრამპი ყურადღებას არ აქცევს პროტოკოლს, წესებს, კონგრესს, ასუსტებს სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობას. ერდოღანი ამას ხედავს და სათავისოდ იყენებს.

პრეზიდენტ ერდოღანს რამდენიმე სენატორი შეხვდა. ამ შეხვედრის შინაარსი ბოლომდე ცნობილი არ არის. თქვენ რას ფიქრობთ, რატომ შეხვდნენ სენატორები თურქეთის პრეზიდენტს?

ვფიქრობ, ზოგიერთ სენატორს, რომლებიც განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან ერდოღანის მოქმედებებს, მასთან პირისპირ შეხვედრა იმიტომ სურდათ, რომ გულახდილად ესაუბრათ მასთან თურქეთის ზრახვებზე. წარსულში იყო შემთხვევები, როცა სენატორები თურქეთში ჩასულან, იქ გარკვეული დაპირებები მიუღიათ, რომლებიც საბოლოო ჯამში არ შესრულებულა.

დებატები ჯერ ისევ მიმდინარეობს იმაზე, ესმის თუ არა ერდოღანს ის, რომ გულენის ექსტრადიცია ტრამპის ხელში არ არის და პროცესს მთლიანად ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი მართავს. მე ვფიქრობ ერდოღანს ეს ესმის და ისიც იცის, რომ გულენს თურქეთში არავინ გააგზავნის. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ტრამპმა ხაშოგჯის მკვლელობის შემდეგ, გულენის მწვანე ბარათის საქმის დეტალები მოიკითხა.


თქვენი აზრით, ფეტულა გულენის ექსტრადიციაზე იყო საუბარი?

ეს მთავარი კითხვაა. დებატები ჯერ ისევ მიმდინარეობს იმაზე, ესმის თუ არა ერდოღანს ის, რომ გულენის ექსტრადიცია ტრამპის ხელში არ არის და პროცესს მთლიანად ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი მართავს. მე ვფიქრობ ერდოღანს ეს ესმის და ისიც იცის, რომ გულენს თურქეთში არავინ გააგზავნის. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ტრამპმა ხაშოგჯის მკვლელობის შემდეგ, გულენის მწვანე ბარათის საქმის დეტალები მოიკითხა. ეს ინფორმაცია იუსტიციის დეპარტამენტიდან ვიღაცამ შეგნებულად გაჟონა ტრამპისთვის იმის საჩვენებლად, რომ ნებისმიერი ფორმით გულენის საქმის პოლიტიზირება, ადმინისტრაციის მხრიდან კანონის უზენაესობის უხეში შელახვა იქნებოდა.

ერდოღანი ამასაც იყენებს. ქვეყნის შიგნით ის ქულებს იწერს ყოველ ჯერზე, როცა ამბობს, რომ ამერიკა ტერორისტს მფარველობს, რომ თურქეთი თანახმა იყო ებრძოლა ოსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ, ამერიკა კი გულენს - ტერორისტს - მფარველობს.

მას ეს შიდა მხარდაჭერისთვის სჭირდება.

შიდა პოლიტიკური მხარდაჭერა მას ძალიან სჭირდება. ბოლო გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტ ერდოღანს მოსახლეობის 48 პროცენტი უჭერს მხარს. ეს გაზრდილი მაჩვენებელია ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ. მაგრამ, გამარჯვებისთვის მას 50+1 პროცენტი სჭირდება და 48 საკმარისი არ არის.

თქვენი აზრით, ეს მისი დროებითი დაწინაურებაა, თუ შეინარჩუნებს მხარდაჭერას?

ვფიქრობ, მისთვის უკიდურესად რთული იქნება ამ მხარდაჭერის შენარჩუნება. თურქეთში არჩევნები არ არის დანიშნული, სულ ცოტა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს დროებითი დაწინაურებაა. სირიის კამპანია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის, არამედ შიდა პოლიტიკის დიდი ნაწილია. საბოლოო ჯამში, ერდოღანს სირიაში ისეთი ადგილის შექმნა სურს, სადაც დღეს თურქეთში მცხოვრებ სირიელ ლტოლვილებს დააბრუნებს. ეს კი ადგილობრივი პოლიტიკური თემაა.

ამას ალბათ ყველა მხარს უჭერს.

დიახ.

ის ცდილობს იყოს მედიატორი, მომლაპარაკებელი, დიდი ძმა ზოგიერთი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. თუმცა, ამას მოჰყვება ის მოლოდინი, რომ ამ ქვეყნებმა თურქეთი დაინახონ როგორც წესების დამდგენი, წამყვანი ძალა. ამ მოლოდინს ქვეყნები ხშირად ისეთი ენთუზიაზმით არ იზიარებენ, როგორც ეს ერდოღანს სურს. და ამასთან, ხშირად ეს მოლოდინები ერთმანეთს არ ემთხვევა.


ნატოზე რომ გადავიდეთ - თქვენი აზრით, თურქეთი პრეზიდენტ ერდოღანის მეთაურობით, ნატოს ერთობას საფრთხეს უქმნის?

ვფიქრობ, ერდოღანი ალიანსის ერთობას საფრთხეს უქმნის. თურქეთის საქციელი უპრეცედენტოა იმ მხრივ, რომ ერდოღანი უწყვეტად ცდილობს, მოსინჯოს რა არის მიუღებელი და სადამდე შეიძლება მიაწვეს ალიანსს. ნატოში, რა თქმა უნდა, არ არის იმის მექანიზმი, რომ ქვეყანა ალიანსიდან გარიცხონ, მაგრამ შესაძლებელია ქვეყანაზე გარკვეული ზეწოლის მოხდენა, დაფინანსების შემცირება, ზოგიერთ საქმიანობაში ჩართვა. ნატოს აქვს გზები თურქეთზე ზეწოლა გაზარდოს. მეორე მხრივ, ეს პრეზიდენტ პუტინის ძლიერი და ჭკვიანური ნაბიჯია, რომ თურქეთი დასავლეთის ერთობის შესარყევად გამოიყენოს. ვფიქრობ ამას პუტინი დიდი წარმატებით აკეთებს. თურქეთი ნატოს არ დატოვებს.

თურქეთის ნატოდან გასვლის ერთადერთი გზა, თავად თურქეთის მიერ წევრობაზე უარის თქმაა.

ზუსტად. თურქეთმა ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ, ერდოღანის განცხადება ეს-400-ზე ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, იმაზე მიუთითებს, რომ მას ორივე უნდა - რუსეთთან ახლო პარტნიორობა და თან ნატოს წევრობა. და ამასთან, ამერიკას არ უნდა შეეძლოს გვითხრას, რა გავაკეთოთ.

ეს საკმაოდ ძლიერი შიდა-პოლიტიკური კოზირია, რომლსაც არა მარტო ერდოღანი, არამედ რეგიონში თითქმის ყველა ავტორიტარული მმართველი იყენებს. თუმცა, საინტერესოა ის, თუ რამდენად მყარია სინამდვილეში რუსეთ-თურქეთის პარტნიორობა. ისინი კარგი სავაჭრო პარტნიორები არიან, მაგრამ ზოგიერთ სტრატეგიულ საკითხში განსხვავებული პოზიციები აქვთ - განსაკუთრებით სირიაში.

განსაკუთრებით სირიაში - მართალი ხართ. პუტინი პერსონალურადაა დაინტერესებული სალაფისტი ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. მეორეს მხრივ კი ვიცით, რომ თურქეთი თანამშრომლობს ზოგიერთ ასეთ ჯგუფთან, რომლებსაც თურქეთის მსგავსად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობა სურთ. ეს ისეთი ჯგუფებია, რომელთა არსებობაც რუსეთს არ უნდა. თურქეთ-რუსეთის დღევანდელი ურთიერთობა არ ეფუძნება ღირებულებებს, ინტერესებს, თვითმყოფადობას. ის ტრანზაქციულია. ერდოღანის მხრიდან რუსეთის ნდობა მისთვის დიდი შეცდომა იქნება, მაგრამ დღეს პუტინთან პარტნიორობა მას ხელს აძლევს. არ მგონია ისინი ძალიან დაახლოვდნენ.

თურქეთი პრობლემებს იქმნის ამერიკასთან, ნატოსთან, ევროკავშირთან. რას იღებს ამ ყველაფრისგან ერდოღანი? ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მარკონმა, როცა ნატოს ტვინ-მკვდარი ორგანიზაცია უწოდა, ამის დასასაბუთებლად ერთ-ერთ მაგალითად თურქეთიც გამოიყენა და მიანიშნა, რომ ის, რასაც თურქეთი აკეთებს ევრო-ინტეგრაციის მიმართ სკეპტიკურობას ამყარებს. რას იღებს ამ ყველაფრისგან თურქეთი?

თქვენ საინტერესო ფაქტორი წამოჭერით. ვფიქრობ ამერიკამ არასწორად გათვალა თურქეთის თავდადება დასავლეთის მიმართ. ასევე არასწორად შეაფასა ის, რომ ერდოღანი რუსულ შეიარაღებას არ იყიდიდა და რუსეთთან მოლაპარაკებას მხოლოდ ამერიკისთვის მესიჯის გასაგზავნად იყენებდა. ეს მცდარი შეხედულება იყო. დღეს თურქეთს რუსეთი ძალიან სჭირდება. რუსეთის სამხედრო დახმარების გარეშე, ერდოღანი ვერ შეძლებს სირიაში ოპერაციის გაგრძელებას და ლტოლვილების დასაბრუნებლად ადგილის გამოყოფას. თურქეთის ეკონომიკაც რთულ მდგომარეობაშია. ამომრჩეველი უკმაყოფილოა და ერდოღანს პუტინისგან ამ კუთხითაც სჭირდება დახმარება. განსაკუთრებით - ვაჭრობისა და ენერგო რესურსების თვალსაზრისით. თურქეთისთვის ეს ყველაფერია: ენერგო-რესურსები, ეკონომიკა, შიდა პოლიტიკა.

თქვენი აზრით, გრძნობს თუ არა ერდოღანი თავს წაქეზებულად სირიაში სამხედრო კამპანიის დაწყების და რუსული ეს 400-ების ყიდვის შემდეგ? რას ნიშნავს ეს რეგიონის ისეთ პატარა ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, რომლებიც თურქეთზე ბევრად არიან დამოკიდებული როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად.

ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით თურქეთში, საგარეო და შიდა პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ქვეყნის გარეთ გაძლიერებით, ერდოღანი საკუთარ მოსახლეობას აჩვენებს, რომ პოპულარული, ანგარიშგასაწევი, ძლიერი ლიდერია. მაგრამ ის საკუთარი მმართველობის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის. პარადოქსიცაა ის, რომ ინსტიტუციონალურად, ის ძალიან ძლიერი პრეზიდენტია, მაგრამ პოლიტიკურად ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. ერდოღანი ცდილობს რეგიონში აქტივისტის როლი დაიკავოს და მაგალითად მოლაპარაკებები აწარმოოს ირანთან, დაუახლოვდეს რუსეთს და დაუპირისპირდეს საუდის არაბეთს.

მაგრამ, მეორეს მხრივ, ის ასევე ცდილობს იყოს მედიატორი, მომლაპარაკებელი, დიდი ძმა ზოგიერთი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. თუმცა, ამას მოჰყვება ის მოლოდინი, რომ ამ ქვეყნებმა თურქეთი დაინახონ როგორც წესების დამდგენი, წამყვანი ძალა. ამ მოლოდინს ქვეყნები ხშირად ისეთი ენთუზიაზმით არ იზიარებენ, როგორც ეს ერდოღანს სურს. და ამასთან, ხშირად ეს მოლოდინები ერთმანეთს არ ემთხვევა.

გამომდინარე იქიდან, რომ კარგად იცნობთ იმას, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ერდოღანს, რას ურჩევდით საქართველოს იმისთვის, რომ თურქეთთან ზომიერი და კეთილმეზობლური ურთიერთობა გააღრმავოს, რეგიონში და თურქეთთან დაკავშირებით დასავლეთში არსებული დაძაბულობის ფონზე?

იქნებ პატივისცემის გამოხატვა... ეს ძალიან კარგი კითხვაა. თურქეთი ეკონომიკის გაძლიერებას ცდილობს. ვფიქრობ, ნებისმიერი შესაძლებლობა სამშენებლო ბიზნესში, ინვესტიციების ჩადებაში, ნებისმიერი სახით ვაჭრობის გაზრდაში... ნებისმიერი ჩართულობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, ურთიერთობას გაამყარებს. ასევე, ერდოღანზე პატივისცემით საუბარი და თურქეთის რეგიონულ როლზე ხაზის გასმა, მას ვფიქრობ მოეწონება.

თურქეთი რუსეთს უახლოვდება, ნატოს ერთობას საფრთხეს უქმნის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:17:14 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG