ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რუსეთის პოლიტიკას აფასებს


McMaster-Interview

„ამერიკის ხმა“ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს, გენერალ ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერს ესაუბრა. ჩვენ ექსკლუზიური ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, სადაც გენერალი მაკმასტერი რუსეთსა და ვლადიმირ პუტინზე საუბრობს.

შესაძლოა ამის გამეორება უკვე რამდენჯერმე მოგიწიათ. თქვენ გჯერათ, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში ჩაერია?

დიახ, რა თქმა უნდა. ეს ასევე პრეზიდენტმაც რამდენჯერმე საჯაროდგანაცხადა.

რა უნდა გავაკეთოთ?

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ უკიდურესად დახვეწილი სტრატეგიისთვის თავის გართმევა. ეს ახალი ტიპის საფრთხეა, რომლის დახვეწა რუსეთმა ბევრნაირად მოახერხა და რომელიც მოიცავს დეზინფორმაციას, პროპაგანდას და სოციალური მედიის მეთოდების გამოყენებას საზოგადოების პოლარიზაციისა და ჯგუფების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად - მათი სიმტკიცის და ერთიანობის დასუსტებით. ჩვენ ამაზე „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“ ბევრს ვსაუბრობთ. იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება, როდესაც განვიხილავთ რა გვანაწევრებს როგორც საზოგადოებას. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გვაერთიანებს და რა საერთო ღირებულებების მიმართ ვართ ერთგული. ჩვენ ვაფასებთ ინდივიდუალური ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და ჩვენ გვჯერა ჩვენი დემოკრატიის.

ჩვენ ვაფასებთ ინდივიდუალური ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და ჩვენ გვჯერა ჩვენი დემოკრატიის.

არჩვენების და დებატების პრინციპის შელახვა ან ცრუ ინფორმაციის გავრცელება მზაკვრულია ნაბიჯია. ის ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს.

მზაკვრული - ნამდვილად სწორი სიტყვაა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალი ამ მოქმედებებზე ფარდის ახდაა იმისთვის, რომ ვაჩვენოთ თუ საიდან მოდის ეს ნაბიჯები და რა არის მათი მიზანი. ამით მოახერხებ შეზღუდო მათი შესაძლებლობა მსგავსი ნეგატიური გავლენა მოახდინონ ჩვენს და სხვა საზოგადოებებზე. როგორც იცით, რუსები ასევე ძალიან აქტიური იყვნენ ევროპაში, მაგალითად, საფრანგეთის არჩევნებში, ასევე, ცოტა ხნის წინ, ესპანეთში, კატალონიაში გამართული რეფერენდუმის დროს და ისინი უკვე მექსიკაშიც აქტიურებენ. მონტენეგროს შემთხვევაში გადატრიალებას ეცადნენ... ასე, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობისთვის ფარდის ახდა ძალიან მნიშნველოვანი ნაბიჯია, რადგან როდესაც ყველა ნახავს თუ რას აკეთებენ ისინი - ეს მათ ძალას გამოაცლის და მარტივად ვეღარ მოახერხებენ საზოგადოებაში უნდობლობის წაქეზებას და ერმანეთში დაპირისპირების გაღვივებას.

თქვენი რუსი კოლეგა ამას უარყოფს, ასეთ მოქმედებას უარყოფს?

მე ვიტყოდი, რომ რუსეთი გადავიდა დამაჯერებელი უარყოფიდან არადამაჯერებელ უარყოფაზე. ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ: "ჩვენ არ ჩამოგვიგდია ეს თვითმფრინავი, ჩვენ არ მოგვიკლავს ის ხალხი", "ჩვენი ჯარისკაცები ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში" არ არიან. ეს დამაჯერებელი უკვე აღარ არის. ან "ჩვენ არ ვფარავთ სირიის რეჟიმის ქმედებებს, რომელიც საკუთარი ხალხს მასობრივად კლავს ქიმიური იარაღით." უკვე დამაჯერებელი აღარ არის და ამიტომ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ რუსულ დესტაბილიზაციას და ავხადოთ მას ფარდა.

რუსეთი გადავიდა დამაჯერებელი უარყოფიდან არადამაჯერებელ უარყოფაზე. ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ: "ჩვენ არ ჩამოგვიგდია ეს თვითმფრინავი, ჩვენ არ მოგვიკლავს ის ხალხი", "ჩვენი ჯარისკაცები ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში" არ არიან. ეს დამაჯერებელი უკვე აღარ არის.

მაგრამ პუტინ ამას უარყოფს, არა?

მაგრამ, ჩვენ ასევე უნდა შევძლოთ რუსეთთან სამომავლო კონფლიქტის შეკავება. გვინდა თანამშრომლობის სფერო ვიპოვოთ. ახლა შთაბეჭდილება იქმნება, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესების წინააღმდეგაც კი წავა ამერიკის შეერთებული შტატების, დასავლეთის და ევროპის ჯიბრზე. იქ, სადაც საერთო ინტერესები გვაქვს, რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ. ესენია ჩრდილოეთ კორეის და ირანის საკითხები. გაუგებარია, რატომაა რუსეთის ინტერესში ახლო აღმოსავლეთში ირანის გაძლიერება. ამის გამო, მათ მაღალი საფასურის გადახდა მოუწევთ.

ირანი სირიას ეხმარება და პუტინიც სირიას ეხმარება, იქ მათ საერთო მიზანი აქვთ...

თითოეულმა არაბულმა სახელმწიფომ უნდა დაინახოს რასაც რუსეთი აკეთებს. ირანისთვის დესტრუქციულ ქმედებებში ხელის შეწყობის და ახლო აღმოსავლეთში სამოქალაქო ომის გაღვივების გამო, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს მისი რეპუტაციის შელახვით და რეგიონში მისი გავლენის შეზღუდვით. რუსეთი არ უნდა აფარებდეს ხელს და ეხმარებოდეს ირანს რეგიონში საშინელ საქმიანობაში. ირანი ტერორისტების მხარდაჭერას აგრძელებს, მაგალითად, ისეთი ჯგუფების, როგორიცაა ჰეზბოლა. ასევე ხელს უმართავს არაკანონიერ შეიარაღებულ დაჯგუფებებს. ასადის რეჟიმის მხარეზე მებრძოლი დაჯგუფებების 80 პროცენტი ირანის მარიონეტები არიან. იგივე ვითარებაა იემენშიც. ისინი ამ დაჯფუგებებს „შორი-მოქმედების რადიუსის რაკეტებსაც“ კი აძლევენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, საჭიროა ფარდის ახდა და რუსეთისთვის იმის კითხვა, თუ რატომაა მის ინტერესში, დაეხმაროს და წააქეზოს ირანის რეჟიმი.

მათ ბევრ სასირცხვილო ქმედებებზე მოუწიათ პასუხის გაცემა. ტრამპის ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა ადმინისტრაცია, რუსეთს “სტრატეგიულ მეტოქეს” უწოდებდა. წლების მანძილზე პუტინი გაძლიერდა და დღეს ის არ არის ადამიანი, რომელიც პირშერცხვენილი იქნებოდა და იმას ინანებდა, რომ ამერიკის არჩევნებში ჩაერია.

ის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სანქცირებული ქვეყნის ლიდერია. წესით, ეს არ უნდა იყოს რუსეთის ინტერესში და ვფიქრობ მნიშვნელოვანია რუსეთმა გააკეთოს დასკვნა, რომ ეს მის ინტერესში არ შედის. არ გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს და ამერიკას რამით შეღავათს გაუკეთებს. ჩვენ გვსურს საერთო ინტერესების მონახვა და რუსეთის იმაში დარწმუნება, რომ მსოფლიოში არსებული პრიორიტეტული საფრთხეების წინააღმდეგ ჩვენთან თანამშრომლობა მათ ინტერესებშიც შედის. როგორ შეიძლება ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში ბირთვული იარაღის გაუვრცელობლობის ხელშეკრულების დაღვევა რუსეთის ინტერესში შედიოდეს? რამდენად მისაღები იქნება მისთვის აზიის ამ რეგიონში ბირთვული ქობინებით შეიარაღებული სხვა სახელმწიფოების ხილვა? ეს რუსეთის ინტერესში არ შედის. სამხრეთ კორეის და იაპონიის ალიანსი ამერიკასთან უფრო გაძლიერდა. სამხრეთ კორეა და იაპონია თავბრუდამხვევი სიჩქარით იძენენ იარაღს. რუსეთის ინტერესებში არც ეს შედის. ამ საკითხის გადაჭრა კი მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარებით არის შესაძლებელი, რის შემდეგაც ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიას კეთილდღეობის პერიოდის დაწყების საშუალება მიეცემა. წარმოგიდგენიათ რამდენად მომგებიანი იქნება სიტუაცია - რუსეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნებისთვის - ჩრდილოეთ კორეის საფრთხის არ არსებობის შემთხვევაში?

პუტინი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სანქცირებული ქვეყნის ლიდერია.

თქვენს ახლანდელ საქმიანობაში, რა გაკვირვებთ ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად გაკვირვებული ჩემი კოლეგების პროფესიონალიზმით ვარ. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მთავრობის ძალზედ თავდადებული საჯარო მოხელეები მუშაობენ. ჩემთვის მათთან მუშაობა პრივილეგიაა. კიდევ ერთი, რამაც გამაკვირვა მსოფლიოს გარშემო საერთო ინტერესების საფუძველზე უამრავ ქვეყანასთან ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი არის. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოლეგებთან მსოფლიოს გარშემო. ეს ერთის მხრივ თითქოს „მხარდაჭერის გუნდია,” მაგრამ სინამდვილეში ის თანამოაზრე ქვეყნებისგან შემდგარი ჯგუფია. ისინი ცდილობენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და წინ წაწევას. რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა გვაქვს რომელზეც ვმუშაობთ, თუმცა ასევე ვმუშაობთ შესაძლებლობებზე. შესაძლებლობებზე იმისთვის, რომ გავზაროთ თითოეული ჩვენი ქვეყნის და მთელი მსოფლიოს კეთილდღეობა და უსაფრთხოება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG