ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ნატო შეიძლება ფარულად შეთანხმდნენ


რუსეთი და ნატო შეიძლება ფარულად შეთანხმდნენ

ჯეიმსტაუნის ფონდის პრეზიდენტს გლენ ჰოვარდს ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე ესაუბრა.

ჯეიმსტაუნის ფონდის პრეზიდენტს გლენ ჰოვარდს ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე ესაუბრა.

- ბატონო გლენ, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. კონგრესის შუალედური არჩევნებით დავიწყოთ: როგორია თქვენი პროგნოზი და რა გავლენას იქონიებს არჩევნების შედეგები ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ევრაზიის რეგიონის მიმართ, კავკასიის, რუსეთისა და შუა აზიის ჩათვლით?

- ჩემი აზრით, რესპუბლიკელები, სავარაუდოდ, მოიგებენ არჩევნებს. ამას კი ობამას ადმინისტრაციაზე უარყოფითი გავლენა ექნება. ევრაზიას რაც შეეხება, არჩევნებს პირდაპირი გავლენა ექნება სტრატეგიული იარაღის კონტროლის [იგივე სტარტის] შეთანხმებაზე, რომელიც ამ ეტაპზე სენატშია გაგზავნილი რატიფიკაციისთვის. ამან, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე. თუ ეს შეთანხმებები კონგრესში გაიყინა, რუსეთში შეიქმნება შეხედულება, რომ ობამას ადმინისტრაცია შესუსტდა, რასაც მეორეს მხრივ შეიძლება პოსტ-საბჭოურ სივრცეში რუსეთის უფრო აგრესიული მოქმედება მოჰყვეს. ასევე, შესაძლოა რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა დაიძაბოს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ სტრატეგიული ხელშეკრულებების რატიფიცირება არ მოხდა.

ჩემი აზრით, არჩევნების შემდეგ, შესაძლებელია ობამას ადმინისტრაციაზე რუსეთში შეხედულება შეიცვალოს. ისინი, ვინც საქართველოს უჭერენ მხარს, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ კონგრესში დაინახავენ, რომ კანონმდებლები მეტ ყურადღებას მიაქცევენ იმას, თუ როგორ იქცევა რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში.

- ამერიკა აქტიურად უჭერს მხარს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცის პროცესს. ამ ბოლო დროს, მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შევიდა. რა მოლოდინი გაქვთ ერევანსა და ნაკარას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით? რა გავლენას იქონიებს თურქეთ სომხეთის ურთიერთობის საკითხი რეგიონის სტაბილურობაზე?

- ჩემი აზრით, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობა ჩიხში შევიდა. ობამას ადმინისტრაცია ცდილობს თურქეთს აიძულოს სომხეთთან საზღვრის გახსნა. ეს ყველაფერი კი ერევანზე ზეწოლის გარეშე ხდება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან მიაღწიოს შეთანხმებას ყარაბაღიდან ჯარების ეტაპობრივი გამოყვანის შესახებ. ბაქოსთვის მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნება. ობამას ადმინისტრაცია იგნორირებას უკეთებს ყარაბაღის საკითხს და თურქეთს სომხეთთან საზღვრის გახსნას სომხეთისთვის პირობების წაყენების გარეშე სთხოვს. თურქეთი კი მოგეხსენებათ აზერბაიჯანის მოკავშირეა და ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წინსვლის გარეშე ძნელი იქნება თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის გამოსწორებაზე საუბარი. ობამას ადმინისტრაციისთვის ეს მოლაპარაკების ჩიხში შესვლის მიმანიშნებელია, რადგან საზღვრისა და ყარაბაღის პრობლემის გადაჭრა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეუძლებელი იქნება.

- საქართველოს რა როლის სესრულება შეუძლია ამ მხრივ? რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, რუსეთი, აზებაიჯანი ან ნებისმიერი სხვა რეგიონალური მოთამაშე, იმ შემთხვევაში თუ თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობები ისე ვერ განვითარდა როგორც საჭიროა?

- ის, რომ რუსეთი პოსტ-საბჭოთა სივრცეში გაყინული კონფლიქტის მომხრეა არაერთხელ გამოჩნდა. კონფლიქტების გახანგრძლივება რუსეთს მომავალშიც აწყობს. მოგეხსენებათ რუსეთმა სომხეთთან სამხედრო ბაზის გაგრძელების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ამ ხელსეკრულებით სომხეთი არანაირ ფინანსურ დახმარებას არ იღებს. საქართველო ისევ მნიშვნელოვან რეგიონალურ როლს თამაშობს. საქართველოს ეკონომიკა ძლიერდება და სამხრეთის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთამდე მიდის სომხეთს გვერდს უვლის. საქართველოს შეუძლია კონსტრუქციული როლი ითამაშოს და სომხეთსა და აზერბაიჯანს გადაწყვეტილების მონახვისკენ მოუწოდოს.

- რა იქნება ნატოს სამიტის მთავარი განსახილველი საკითხი ლისაბონში? როგორ შეიძლება განვითარდეს რუსეთისა და ნატოს ურთიერთობები?

- ჩემი აზრით, სამიტის ყურადღება ავღანეთზე გამახვილდება. თუ მედვედევი სამიტს დაესწრო, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ნატო რუსეთთან გარკვეულ საკითხებზე დათმობებზე წავიდა, რომლებზეც ჩვენ, ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ. რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა ნატოსა და რუსეთს შორის საიდუმლო გარიგება შედგეს. ეს სპეკულაციაა, მაგრამ გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ რუსეთი ნატო სამიტს დაესწრება, ამერიკა და ნატო შესაძლოა დათანხმდნენ იმას, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთ რესპუბლიკაში ნატოს 3000 ჯარისკაცზე მეტის დისლოცირება არ მოხდება.

დღეს ნატოსა და ამერიკის პოლიტიკა ავღანეთის გარშემო ტრიალებს. ამ მიმართულებით ნატოს ჯარებისთვის საკვებისა და საბრძოლო ტვირთის მიწოდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ტვირთის გადაზიდვა ჩრდიოლეთის სადისტრიბუციო ქსელით ხდება, რომელიც საქართველოზეც გადის. ცხადია საქართველო მნიშვნელოვან როლს თამშობს ამ საჰაერო და სახმელეთო დერეფანში. ასევე, საქართველოს რიგით მესამე კონტინგენტი ჰყავს ავღანეთში. რუსეთის მხრიდან გახშირდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ნატოს ოპერაცია ავღანეთში წარუმატებლად დასრულდება. მომდევნო 10 თვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისა და ნატოს ურთიერთობაში. ამ ფონზე კი, ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკლების გამარჯვებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მოვლენების განვითარებაზე.

- როგორ განვითარდება ამერიკის სამშვიდობო ინიციატივა ახლო აღმოსავლეთში? გვექნება თუ არა საშუალება ამ მოლაპარაკების შედეგები მომავალი ორი წლის განმავლობაში, პრეზიდენტი ობამას საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დავინახოთ?

- ჩემი აზრით, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან რთულია. ისრაელმა დასახლებების მშენებლობა გააგრძელა, რაზეც შეერთებული შტატბი უკმაყოფილებას გამოხატავს. ამან კი სამშვიდობო მოლაპარაკებები თითქმის ჩაშალა. თურქეთს მოგეხსენებათ ისრაელთან არც ისე მეგობრული ურთიერთობა აქვს. ასე, რომ რეგიონში ბევრი რამ უნდა მოხდეს იმისთვის, რომ რეალური შედეგები დავინახოთ.

ისრაელის მიერ მშენებლობების განახლება ამერიკისთვის ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი ის იქნება, თუ რა მოხდება ნოემბრის არჩევნების შემდეგ და შესუსტდება თუ არა ობამას ადმინისტრაცია. ევროპა უკვე საკმაოდ სუსტია ახლო აღმოსავლეთის საკითხის მოგვარების მხრივ. ჩემი ზარით, არჩევნების შემდეგ ობამას ადმინისტრაცია საგრძნობლად შესუსტდება საგარეო პოლიტიკის წარმოებაში.

XS
SM
MD
LG