ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სატერი: რუსეთი ცდილობს საქართველოზე ზეწოლის შენარჩუნებას


დევიდ სატერი

ვლადიმირ პუტინის ძალაუფლებაში მოსვლა 1999 წლის აგვისტოში მაშინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის მიერ მისი პრემიერ-მინისტრად წარდგენით იწყება. ელცინის მემკვიდრეობისთვის ბევრი იბრძოდა, თუმცა მოსკოვის საცხოვრებელი სახლების აფეთქებების სერიის და ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, პუტინის, როგორც მტკიცე მმართველის იმიჯმა მის ხელისუფლებაში მოსვლაში კრიტიკული როლი ითამაშა. ბორის ელცინი 1999 წელს მოულოდნელად გადადგა და მისი ადგილი ვლადიმირ პუტინმა დაიკავა.

როგორ შეცვალა პუტინმა რუსეთი მისი მმართველობის 20 წლის განმავლობაში საშინაო და საგარეო არენაზე? ამ და სხვა თემებზე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ჟურნალისტს, ავტორსა და მკლევარს დევიდ სატერს ესაუბრა.

20 წელი გავიდა რაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, როგორ შეცვალა მან რუსეთი?

პუტინის პრეზიდენტობის განმავლობაში, რუსეთი ეკონომიკურად განვითარდა, ის დიქტატურად გადაიქცა და სხვა ქვეყნებისთვის საშიში გახდა. რუსეთის მთავრობას ელცინის პირობებშიც ქონდა მზაობა გამოეყენებინა ომი, როგორც პოლიტიკის იარაღი, თუმცა აგრესია ძირითადად მიმართული იყო ჩეჩნეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა იყო აფხაზეთის ომიც და დაპირისპერება ტაჯიკეთში, თუმცა არ არსებობდა იმ მასშტაბის აგრესია, რასაც პუტინის პირობებში ჩაეყარა საფუძველი. ალბათ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთის მთავრობას უბრალოდ არ ჰქონდა ძალა ამისთვის. პუტინის პირობებში რუსეთი ერთის მხრივ გახდა უფრო მდიდარი, თუმცა უფრო საშიში და უფრო ნაკლებად თავისუფალი ქვეყანა, ვიდრე ელცინის პირობებში.

პუტინის პირობებში რუსეთი ერთის მხრივ გახდა უფრო მდიდარი, თუმცა უფრო საშიში და უფრო ნაკლებად თავისუფალი ქვეყანა, ვიდრე ელცინის პირობებში.

როგორ შეცვალა ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მდგომარეობა პუტინმა? რა განსაზღვრავს მის ორ ათწლეულს ხელისუფლებაში?

შიდა პოლიტიკის კუთხით, მან დიქტატურა შექმნა, სადაც ყველა ძალაუფლება რეჟიმის ხელშია. ამ რეჟიმის ძალა კი ერთ ადამიანშია მოქცეული. რუსეთში ძალაუფლების განადანაწილება 1993 წლიდან გაქრა, როცა ელცინმა რუსეთის პარლამენტი გაანადგურა. პუტინმა ეს პროცესი დაასრულა, მან გააქრო ძალაუფლების ყველა დამოუკიდებელი ცენტრი.

თქვენ იკვლევდით 1999 წლის აფეთქებების სერიას რუსეთში, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ოფიციალური ვერსიით, აფეთქებებში ბრალი ტერორისტებს წაუყენეს. თუმცა, სხვები ბრალს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს სდებდნენ. რა როლი ითამაშა მომხდარმა პუტინის ხელისუფლებაში მოსვლაში?

1999 წლის საცხოვრებელი სახლების აფეთქებების სერიამ პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. აფეთქებებამდე, მცირე იყო შანსი რომ ან პუტინი, ან ვინმე, ვისაც ელცინი მხარს უჭერდა, გახდებოდა რუსეთის მომავალი პრეზიდენტი. თუმცა, აფეთქებებმა ჩეჩნეთში ახალი ომის გარშემო მოსახლეობის გაერთიანება გამოიწვია. ომის წარმატებამ კი პუტინის სტატუსი გაზარდა და მისცა სრულიად უცნობ ადამიანს საშუალება პრეზიდენტი გამხდარიყო. მას არ ექნებოდა პრეზიდენტობის არანაირი შანსი, რომ არა ჩეჩნეთის მეორე ომი.

ბევრი, და მათ შორის თქვენც, ფიქრობთ, რომ ეს აფეთქებები თავად ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. ამაზე თქვენს წიგნშიც საუბრობთ...

არსებობს ამის მრავალი მტკიცებულება. აფეთქებების სერია პუტინის ხელისუფლებაში მოსასვლელი სტრატეგიის ნაწილი იყო და ამან იმუშავა. როცა ხელისუფლებაში მსგავსი მეთოდებით მოდიხარ, რა თქმა უნდა, მას არ დათმობ და შენთვის მიუღებელი იქნება დემოკრატია, რადგან ის ეფუძნება მზაობას, რომ მშვიდობიანად გადასცე ხელისუფლება.

ხშირად განხილვის საგანია ის, თუ როგორ შეიქმნა პუტინის „იმიჯი“ და როგორ მუშაობდნენ „პიარშიკები“ მის წარმოჩენაზე. როგორ შეიცვალა ეს „იმიჯი“ ოცი წლის განმავლობაში?

ვფიქრობ, აფეთქებებმა პუტინი წარმოაჩინა, როგორც ქვეყნის მფარველი და ადამიანი, რომელიც ქვეყანას ტერორისტებისგან იცავდა (ის თავად თანამშრომლობდა ტერორისტებთან, მაგრამ ეს სხვა საკითხია). ყველაფერი ამ იმიჯს ეფუძნებოდა. მათ ადამიანისგან, რომელსაც არ ჰქონდა რეალურად არც ქარიზმა არც პიროვნული მიმზიდველობა, შექმნეს სრულიად ხელოვნური რამ, რათა ის მიესაღებინათ რუსი ხალხისთვის და ეს ასეც მოხდა.

ყველაფერი ეფუძნებოდა პუტინის, როგორც ქვეყნის დამცველის იმიჯს.

20 წლის განმავლობაში რუსეთში მნიშვნელოვნად შეიცვალა ბიზნეს გარემო. პუტინმა ოლიგარქების პირველი თაობა მისი მოკავშირეებით ჩაანაცვლა. როგორაა დღეს კრემლში გადანაწილებული ძალაუფლება? სადაა ძალაუფლები ცენტრები და რა გავლენა აქვთ ოლიგარქებს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს თუ ძალოსნებს?

ძალოვნების უმეტესობა ოლიგარქებად გადაიქცა, რადგან ისინი სახელმწიფო კომპანიების ფულს აკონტროლებენ. ოლიგარქები რეჟიმზე პოლიტიკურად არიან დამოკიდებულნი, თუმცა მათ აძლებენ საშუალებას იყვნენ მდიდრები.

მოსკოვში აქამდე არნახული მასშტაბის აქციები მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ამ დემონსტრაციებმა მოიტანოს ცვლილებები და ზოგადად როგორ ხედავთ რუსული ოპოზიციის მომავალს?

რთული სათქმელია. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. პროტესტი შეიძლება გაიზარდოს. როცა ერთ ჯგუფს, რომელიც ხელისუფლებაშია, არ სურს ძალაუფლების დათმობა, გეგმავს მის უვადოდ შენარჩუნებას, ხდება უფრო და უფრო რეპრესიული და კორუმპირებული, - ადრე თუ გვიან, ეს გამოიწვევს რეაქციას. ეს მოვლენების გარდაუვალი განვითარებაა.

ძალოვნების უმეტესობა ოლიგარქად გადაიქცა, რადგან ისინი სახელმწიფო კომპანიების ფულს აკონტროლებენ.​

დღეს საქართველოში, კვლავ არ წყდება დებატები იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, ქვეყნის შიგნით ზოგი ბრალს საქართველოს სდებს. როგორ ფიქრობთ, რატომ მიმდინარეობს კვლავ ამ საკითხის განხილვა?

რუსეთის რეჟიმის და რუსეთის სადაზვერვო ოპერაციების მიზანი დაბნეულობის შექმნაა. და ისინი ამას ძალიან ჭკვიანურად აკეთებენ. სამხრეთ ოსეთში სიტუაცია ძალზედ რთული იყო. იქ იყო ქართული და ოსური სოფლები, მიმდინარეობდა სროლები და ძალიან ადვილი იყო იმ წარმოდგენის შექმნა, რომ საქართველოს მხარე იყო აგრესორი.

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს აგრძელებს, ე.წ. საზღვარზე ისინი ღობეს ავლებენ და რამდენიმე დღის წინ, რუსმა მესაზღვრეებმა 8 ადამიანი გაიტაცეს. რუსეთი განაგრძობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევას. როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს რუსეთს და რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს?

რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს უწყვეტი ზეწოლა, რადგან მას სურს ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, მზად იყვნენ რუსეთის სურვილების შესასრულებლად. ისინი ხშირად იმეორებენ, რომ საქართველო მათ უკანა ეზოშია. თუმცა, რატომ არავინ ამბობს, რომ რუსეთიც საქართველოს უკანა ეზოში გამოდის? - არ ვიცი. რატომ უნდა ასრულებდეს საქართველო რუსეთის სურვილებს? ქართველებმა საკუთარი სურვილები უნდა შეასრულონ. ეს ზეწოლა მიზნად ისახავს საქართველოს შეშინებას, რათა მათ უფრო მეტად გაითვალისწინონ ის, თუ რა უნდა რუსეთს.

რუსეთის ზეწოლა მიზნად ისახავს საქართველოს შეშინებას რათა მათ უფრო მეტად გაითვალისწინონ ის, თუ რა უნდა რუსეთს.​

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 11 წელი გავიდა. როცა მას ვაფასებთ და უკან ვიხედებით, რამდენად შეცვალა ომმა ის, თუ როგორ აღიქვამს დასავლეთი რუსეთს?

ომს დასავლეთში წარმოდგენები უნდა შეეცვალა, თუმცა არ ვფიქრობ რომ ასე მოხდა. ომის მერე [ბარაკ] ობამა პრეზიდენტი გახდა და მან რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო, რაც ეფუძნებოდა იდეას, რომ ჩვენ რუსეთი უნდა დავაშოშმინოთ. ამიტომ, არ ვიცი, რამდენად შეცვალა ამან დასავლეთში აღქმები, თუმცა საქართველოში ადამიანები მიხვდნენ, თუ რას წარმოადგენს რუსეთი და რაზეა წამსვლელი მისი ახლანდელი ხელისუფლება.

ცოტა ხსნის წინ, საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა. ქართველები რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ. ამან კრემლის გადამეტებული რეაქცია გამოიწვია, და პუტინმა საქართველოს მიმართ დამსჯელობითი ზომები მიიღო. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მოსკოვის ეს რეაქცია?

რუსეთს სურს პოსტ-საბჭოთა ტერიტორიაზე დომინირება და ეს ნიშნავს საქართველოზე დომინირებას.

ისინი მონდომებულნი არიან, რომ ქართველები შეინარჩუნონ, დააშინონ ისინი და კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ. მათ სურთ პოსტ-საბჭოთა ტერიტორიაზე დომინირება და ეს ნიშნავს საქართველოზე დომინირებას. მათ არ სურთ, რომ ამ ტერიტორიაზე იყოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიის მაგალითი, და რომ რუსმა ხალხმა ეს შეამჩნიოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG